დომინიკ რააბი: რუსეთი, გაზის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად იზოლირებას ახდენს

რუსეთის გადაწყვეტილება პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე მის კიდევ უფრო იზოლირებას იწვევს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.

„ეს ძალიან საზიანო ზეგავლენას მოახდენს რუსეთზე, რადგან ის სულ უფრო და უფრო მეტად ხდება არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურად გარიყული“, – განაცხადა დომინიკ რააბმა Sky News-თან საუბარში.

შეგახსენებთ, 27 აპრილიდან რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, იმის გამო, რომ ამ ქვეყნებმა უარი განაცხადეს გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე.

Leave a Reply

Menu Title