საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ახალ გაზსადენებს ააშენებენ

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ახალი გაზსადენების აშენებას გეგმავენ. საბერძნეთ-ბულგარეთის საზღვრებს შორის ბუნებრივი აირის მილსადენი მზად უნდა იყოს ივნისისთვის, რომელიც მიზნად ორი ქვეყნისა და მათი მეზობლების ქსელის ახალ კავშირებზე წვდომის უზრუნველყოფას ისახავს.

ახალი მილსადენის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც რუსეთმა ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

პროექტს ევროკავშირი აფინანსებს.

გარდა ამისა, შესაძლოა აშენდეს ჩეხურ-პოლონური მილსადენიც.

პოლონეთი და ჩეხეთი აპირებენ განაახლონ მოლაპარაკებები Stork II მილსადენის მშენებლობაზე.

Stork II მილსადენის ირგვლივ დისკუსიები ადრე მივიწყებული იყო, მაგრამ ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ ახლა ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის მზად არიან.

Leave a Reply

Menu Title