ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ვლადიკავკაზ-თბილისის დ700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მილსადენის 199.6-200.7კმ არსებული კოროზირებული მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა, 211.2 კილომეტრზე კი ახალი სახაზო ონკანი დამონტაჟდა.
რეაბილიტაცია შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით განახორციელა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგა, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპნია ეტაპობრივად ახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

Leave a Reply

Menu Title