ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ახალი გაზსადენი გახსნეს

გამოცემა France-Presse-ის ინფორმაციით, პოლონეთმა და ლიეტუვამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი გაზსადენი გახსნეს, რომელიც ბალტიის ქვეყნებს დანარჩენ ევროპასთან დააკავშირებს. მისი მშენებლობა 500 მილიონი ევრო დაჯდა და თანხის დიდი ნაწილი ევროკავშირმა დააფინანსა.

“ეს ჩვენი პასუხია რუსეთის მხრიდან შანტაჟზე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ გაზსადენის გახსნის ცერემონიაზე.

შედეგად, პოლონეთისა და ლიეტუვის გაზის ქსელებს უკვე 508 კმ სიგრძის მილსადენი აკავშირებს, რომლითაც წელიწადში დაახლოებით ორი მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი ორივე მიმართულებით.

ამასთან, დასავლური მედიის ცნობით, უახლოეს მომავალში პოლონეთი მეტი მილსადენის გახსნას აპირებს, მათ შორის იქნება ბალტიის გაზსადენი, რომელმაც მუშაობა ოქტომბერში უნდა დაიწყოს და ბუნებრივი აირი ნორვეგიიდან პოლონეთში უნდა გადაიტანოს.

Leave a Reply

Menu Title