არის თუ არა კარგი დრო ენერგოკომპანიების აქციების შესაძენად

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული კომპანიების აქციები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. უკრაინაში ომმა, ნავთობის მიწოდების შეზღუდვამ და მზარდმა ინფლაციამ საწვავი მკვეთრად გააძვირა, მაგრამ ხალხს სხვა არჩევანი არ აქვს – საწვავში მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს. შესაბამისად, მოიმატა ენერგოკომპანიების აქციების ფასმაც და მათ ზრდის რესურსი ჯერ კიდევ აქვთ. გაძვირების მიუხედავად, ენერგეტიკა S&P 500-ის ინდექსის შემადგენლობაში მაინც ერთ-ერთ იაფ სექტორად რჩება. ასე რომ, აქციების შესაძენად დრო ჯერ კიდევ არის.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების გათვლებით, ნავთობისა და გაზის წარმოებაში 2025 წლამდე წლიური ინვესტიცია 60%-ით, ანუ $500 მილიარდით მოიმატებს, რათა მწარმოებლებმა გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

პოლიტიკოსებმა, რომლებიც ენერგეტიკულ კომპანიებს მოპოვების შემცირებისკენ მოუწოდებდნენ, პოზიცია საპირისპიროდ შეცვალეს, რადგან ფასები იზრდება და ევროპა ცდილობს, უარი თქვას რუსულ საწვავზე. განწყობა შეცვლილია Wall Street-ზე, სადაც ენერგეტიკული კომპანიის აქციებში ინვესტიციები უფრო მიმზიდველი ხდება.

რომელ აქციებში ღირს ინვესტირება?

საინვესტიციოდ კვლავაც მიმზიდველია Exxon Mobil (XOM) – მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანია. მისი აქციის ფასი მზარდია.

ნავთობისა და გაზის ევროპულ კომპანიებს ყველაზე მაღალი შემოსავლები აქვთ, Shell-მა (SHEL) პანდემიის შემდეგ ქარისა და მზის ახალი სადგურები დაამატა. განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა კი მკვეთრად იზრდება, რადგან ევროპა ცდილობს რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებას. თხევადი ბუნებრივი აირის ბიზნესი Shell-ის კიდევ ერთ უპირატესობაა. კომპანიას მომდევნო კვარტლებში დივიდენდის გაზრდის რესურსი აქვს.

EOG Resources-ს (EOG) შეუძლია თხევადი ბუნებრივი აირი გაგზავნოს ევროპაში, სადაც ფასები უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში. კომპანია შემოსავლის დიდ ნაწილს წარმოებაში ინვესტიციის სახით აბრუნებს. ჩვეულებრივ, ასეთი კომპანიები დროთა განმავლობაში ძლიერდებიან, რამაც შეიძლება მეტი დივიდენდი მოიტანოს. კომპანიამ ბოლო ორ წელიწადში დივიდენდი გააორმაგა და თითო აქციაზე ყოველწლიურად $3-ს იხდის.

ანალიტიკოსების აზრით, მეორე კვარტალში მოგება ბევრი გადამამუშავებელი მწარმოებლისთვის რეკორდულ დონეს მიაღწევს. ფავორიტებს შორისაა Valero (VLO) და PBF Energy (PBF).

Philips 66 (PSX) მსხვილ გადამამუშავებელ ქარხნებს შორის ყველაზე მაღალ დივიდენდს – 3.6%-ს იხდის. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კომპანიის აქციის ფასი შეიძლება $108-იდან $139-მდე გაიზარდოს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ Sunoco (SUN), აშშ-ში საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. ისინი რეკომენდაციას უწევენ ნავთობის საბადოების მომსახურების სფეროს დიდი მოთამაშეების – Schlumberger-ისა (SLB) და Halliburton-ის (HAL) აქციებსაც.

იმ ფონზე, როცა ევროპა 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების წილის 45%-მდე გაზრდას გეგმავს, იტალიური Enel Green Power-ის (ENLAY) აქციები მიმზიდველი ხდება. კომპანიას ევროკავშირის ინოვაციების ფონდი სიცილიაში მზის პანელების ქარხნის გაფართოებისთვის საჭირო ხარჯის 20%-ს დაუფინანსებს.

ერთ-ერთ საუკეთესო გრძელვადიან ინვესტიციად არის მიჩნეული გეოთერმული ენერგიის მწარმოებლის – Ormat Technology-ის (ORA) აქციები.

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart– თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. ინვესტორების დაწყება კი 1 დოლარითაცაა შესაძლებელი.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

წყარო: businessfeed.ge

Leave a Reply

Menu Title