რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

რუსეთის ენერგეტიკა უცხოურ ტექნოლოგიებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული

დასავლურმა სანქციებმა დაგვანახეს, რომ რუსეთის ენერგეტიკა სერიოზულად არის დამოკიდებული უცხოურ ტექნოლოგიებზე, მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა მოკლე ვადებში უნდა გახდეს იმპორტდამოუკიდებელი ისეთ სფეროებში, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია რუსული ენერგეტიკის ფუნქციონირებისთვის – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ პატრუშევმა ხაბაროვსკში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს გასვლით სხდომაზე განაცხადა, სადაც შორეული აღმოსავლეთის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, დასავლურმა სანქციებმა ნათლად დაანახა მოსკოვს, რომ საჭიროა შექმნას საკუთარი ძალებით პროგრამული უზრუნველყოფა და ელექტრონული კომპონენტები იმისათვის, რომ შეფერხება არ შეექმნას კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ სფეროს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title