ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტის ფონზე, ნავთობის ფასი უკვე თითქმის 3%-ით შემცირდა და ომამდელ ნიშნულს მიუახლოვდა

2022 წლის  14 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი უკვე თითქმის 3%-ით (ანუ, დაახლოებით $3-ით) დაეცა, რაც ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტს და საუდების მიერ ნავთობის მოპოვების მოსალოდნელ მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.28 (-2.29)  დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.70 (-2.59)  დოლარი/ბარელზე.

Leave a Reply