ევროკავშირმა, €3-მილიარდიანი „გერმანული მწვანე გათბობის სქემა“ დაამტკიცა

ევროკომისიამ, განახლებადი ენერგიისა და გათბობის პროგრამების მხარდასაჭერად, გერმანიის მთავრობის €3-მილიარდიანი სქემა დაამტკიცა. კომისიის განცხადებით, სქემის მიღება გერმანიასა და ევროკავშირს კლიმატის ცვლილებების მიღწევაში დაეხმარება.

€2.98 მილიარდი ევროს ღირებულების სქემა, 2028 წელს, მთავრობის გრანტების საშუალებით მწვანე ენერგეტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. გერმანიის მთავრობის გეგმით, 2028 წლამდე, ქვეყანაში ახალი გათბობის ქსელები უნდა დამონტაჟდეს, რომლებიც მინიმუმ 75%-ით განახლებად ენერგიასა და ნარჩენ სითბოზე იმუშავებს

კომისიის განცხადებით, გერმანიის სქემა ევროკავშირის წესებს შეესაბამება, რომელიც ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ სახელმწიფო დახმარება „აუცილებელი და შესაბამისი“ იყოს. ევროკავშირის ამ მოთხოვნის გარეშე, დიდი ალბათობით, მაღალი საინვესტიციო საჭიროებისა და დაბალი შემოსავლის გამო, მსგავსი ინვესტიციების განხორციელება არც კი განიხილებოდა.

ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი ზომებით გერმანია, გათბობის სექტორში, განახლებადი ენერგიისა და ნარჩენი სითბოს წილის ზრდას შეძლებს, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდება ემისიების რაოდენობა. გერმანიის სქემით, წელიწადში, 681 მეგავატი განახლებადი სითბოს გამომუშავება და პროექტების საინვესტიციო ხარჯების 40%-ის დაფარვა იგეგმება.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title