არიზონაში მზის სადგურმა გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

ესპანეთში, ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გამო, ესპანურმა კომპანია Iberdrola-მ  ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ჩართო.

ესპანეთში ბოლო ხუთი წლის მონაცემებთან შედარებით, ელექტროენერგია ორჯერ ძვირია. რადგან ესპანეთი ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი მზიანი ქვეყანაა, ის გათვლას ალტერნატიულ ენერგიაზე – მზის პანელებზე აკეთებს.

Iberdrola-ს მზის ელექტროსადგური, რომელიც ესტრამადურას ავტონომიურ თემში, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, დაახლოებით 1,5 მილიონი მზის პანელისგან შედგება და შეუძლია ელექტროენერგია 334 000-ზე მეტ სახლს მიაწოდოს.

მოსალოდნელია, რომ მზის ელექტროსადგური გააძლიერებს წარმოებას და სრულ სიმძლავრეს მომდევნო თვეში მიაღწევს. თუმცა, Bloomberg აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაშიც კი ელექტროენერგიის ფასების შემცირება იქნება შესაძლებელი.

2030 წლისთვის ესპანეთი, ქვეყანაში მთელი ენერგიის თითქმის 75%-ის წარმოებას, ალტერნატიული ენერგიის წყაროების საშუალებით გეგმავს. ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ია.

Leave a Reply

Menu Title