120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სოფლისთვის ვინაიდან, სკოლის ძველი შენობის დიდი ნაწილი მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებამდე, მოსწავლეთა შენობის უსაფრთხო ნაწილში გადაყვანა და ავარიული ნაწილის სრული იზოლირება გახდა საჭირო. სოფელ ბუღაშენში ახალი სკოლა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდა.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელში, მკაცრი კლიმატური პირობებია და ზამთარში აქ ტემპერატურა მინუს ოცდაათ გრადუსს აღწევს. ამის გათვალისწინებით, ბუღაშენის საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველია, რომლის ასაშენებლადაც გამოყენებული იქნა ენერგოეფექტური მასალა, რომელიც დაზოგავს ენერგიას და გათბობისთვის გაწეული ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდება.