ლიეტუვის პრეზიდენტი: ენერგეტიკული ზესახელმწიფოს ნიღბის უკან საშიში იმპერიული სახელმწიფო იმალება

ენერგეტიკული ზესახელმწიფოს ნიღბის უკან იმალება საშიში იმპერიული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს თავისი მეზობლების ოკუპაციას და ანექსიას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აწარმოებს გენოციდურ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უნდა შეიქმნას სასამართლო რუსეთის სამხედრო დანაშაულების განსახილველად.

„ათასობით ადამიანი აწამეს და მოკლეს. მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ იქნა ან იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური ქვეყანა. თუმცა, ამ ომმა ვერ გატეხა მამაცი უკრაინელი ხალხის ნება, დაეცვა თავისი ქვეყანა. ვერ დასცა მათი საბრძოლო სული. ბუჩასა და იზიუმში მომხდარმა ხოცვა-ჟლეტამ ისინი ვერ დააჩოქა“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

Leave a Reply

Menu Title