„ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო“ – ნიკო ლანგი

„გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად დამოკიდებული იყო. „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო და მიხარია, რომ გერმანიამ ეს შეცდომა გამოასწორა“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკო ლანგიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ არტილერიაში გერმანიამ ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავოს.

მისი თქმით, თავდაცვის მხრივ გაწეული დახმარება უკრაინისთვის იმაზე კარგია, ვიდრე გერმანიის რეპუტაცია.

„გერმანია ძალიან მკაფიოდ უკრაინის მხარეს არის. მზად არის დაეხმაროს უკრაინას და ეხმარება კიდეც. ზოგჯერ მგონია, გერმანიის მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინას, ვიდრე გერმანიის მთავრობის ნაწილი. კარგია იმის თქმა, რომ უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს და მას ომში გამარჯვების შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს.

ვფიქრობ, მთავრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. როცა საქმე არტილერიას ეხება – გერმანია მეტს აკეთებს, თუმცა როცა საქმე ჯავშანმანქანებს და ტანკებს ეხება ვფიქრობ, გერმანიამ ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავოს ამ მიმართულებით. უკრაინას გერმანიიდან მძიმე შეიარაღება უკვე მიეწოდება, ამაში შედის „გეპარდები“, რომლებიც ძალიან ეფექტური იარაღია. თავდაცვის მხრივ გაწეული დახმარება უკრაინისთვის იმაზე კარგია, ვიდრე გერმანიის რეპუტაცია. გერმანია ბევრს აკეთებს, ასევე, ამ დრომდე გადაცემულია 50 ჯავშანმანქანა და საჰაერო სისტემები“, – აცხადებს  ნიკო ლანგი.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“-ს შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად დამოკიდებულია.

მისი თქმით, გერმანია ამ ზამთარს გადაიტანს.

„გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად დამოკიდებული იყო. „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო და მიხარია, რომ გერმანიამ ეს შეცდომა გამოასწორა. რუსეთი საკუთარ სიტუაციას არასწორად აფასებს. პუტინი შეცდა უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გათვლაში, უკრაინის მხარდაჭერის მხრივ დასავლეთის ერთობის გათვლაში და ის ისევ ცდება იმაში, რომ შეუძლია გაზის მიწოდების შეჩერებით გერმანიას უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე აზრი შეაცვლევინოს. გერმანიამ დაიგვიანა, თუმცა ძალიან სწრაფად შეავსო მარაგები. პრობლემები იქნება, მაგრამ გერმანია ამ ზამთარს გადაიტანს. პუტინი არასწორ გათვლებს აკეთებს“, – აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

წყარო: pia.ge

Leave a Reply

Menu Title