ნინო თანდილაშვილი მე-9 გარემოსდაცვით მინისტერიალში „გარემო ევროპისათვის“ მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიქოზიაში გამართულ მე-9 გარემოსდაცვით მინისტერიალში „გარემო ევროპისათვის“ მიიღო მონაწილეობა და მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიას უხელმძღვანელა.

ნინო თანდილაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვის, მწვანე ეკონომიკის განვითარების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და სესიის მონაწილეებს საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გარემოსდაცვითი მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის” 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.

Leave a Reply

Menu Title