დიმიტრი ქუმსიშვილი: აზერბაიჯანული გაზი პრიორიტეტულია საქართველოსთვის

დიმიტრი ქუმსიშვილი: აზერბაიჯანული გაზი პრიორიტეტულია საქართველოსთვის

აზერბაიჯანული გაზი პრიორიტეტულია საქართველოსთვის, – განუცხადა სააგენტო Trend -ს ოთხშაბათს, ჯერ კიდევ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან აზერბაიჯანულ სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ტექნიკური საკითხები განიხილება.

„პირდაპირი, ან სხვა სახით, რუსული გაზის მოწოდებაზე არანაერი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ირანული გაზის მიღებას, დღეისათვის არც ამ მიმართულებით მიდის მოლაპარაკებები.

ამასთან, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ თუკი მომავალში საქართველოს შეეძლება გაზის მომწოდებლების დივერსიფიცირება მოახდინოს, ამას გააკეთებს, თუმცა, დღეს ეს საკითხი არ განიხილება.

თავის მხრივ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა Trend-ს განუცხადა, რომ საქართველო განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს ეკონომიკური მიმართულებით, ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას ისწრაფვის არ დააზარალოს ურთიერთობა ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიცაა აზერბაიჯანი.

წყარო: GBC.GE

Leave a Reply

Menu Title