საქართველოში რუსული საწვავის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა – IDFI

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, რუსული საწვავის იმპორტი საქართველოში 5% -ით გაიზარდა.

ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციამ გამოიკვლია 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემები.

“ნავთობის სექტორში რუსული პროდუქციის წილი გაზრდილია. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, მაისიდან ივნისის ჩათვლით, რუსული ნავთობის წილის ზრდამ ქართულ ბაზარზე 5% შეადგინა, შესაბამისად, ტენდენცია მზარდია.

ბუნებრივი აირის სექტორში საქართველოში იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან ხორციელდება. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზში გადახდილი თანხა სრული იმპორტირებული გაზის ღირებულების 22% იყო, 2022 წლის პირველ 6 თვეში კი 14,6%.

2022 წლის მაისის მონაცემებით რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი 28%-ს შეადგენდა, რაც თითქმის 139 ათასი ტონა იყო. შესაბამისად, ერთი თვის მანძილზე რუსეთიდან იმპორტირებული ნავ თობის წილი 5%-ით გაიზარდა.

ბაზარზე მზარდი იყო რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა და ის საერთო იმპორტის 64-65%ს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტიორებს შორის არის ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიიდან 4. ესენია: „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“.

2010-2022 წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსულ კომპანია „ლუკოილთან“, საავტომობილო საწვავის მიწოდებაზე, 3 ათასამდე ხელშეკრულება გააფორმეს. სულ ამ პერიოდში, სახელმწიფო უწყებებმა „ლუკოილისგან“ 200 მილიონი ლარის საწვავი შეიძინეს.

რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილი საერთო იმპორტულ ელექტროენერგიაში არის 25% (252.2 მლნ.კვტ/ სთ). დანარჩენი მოდის აზერბაიჯანსა (60%) და თურქეთზე (15%) “ , – ვკითხულობთ ინსტიტუტის კვლევაში.

Leave a Reply

Menu Title