რუსეთში, ბრაიანსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავში ხანძარია

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბრიანსკის რეგიონში ხანძარია. ცეცხლი ნავთობპროდუქტების ავზს გვიან ღამით გაუჩნდა.

რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ ხანძრის ფართობი 1800 კვ. მეტრია და რომ ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დასახელებულა.

მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძარმა 4 000–მდე კვ. მეტრია მოიცვა.

ერთი დღით ადრე, მეზობელი კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად, ორი უბანში ენერგომომარაგება შეწყდა, რადგან „იყო ენერგომომარაგების ობიექტზე დარტყმა“.

ბრაიანსკის რეგიონში მდებარე ნავთობბაზაზე მასშტაბური ხანძარი აპრილშიც გაჩნდა. იმავე პერიოდში ბელგოროდში ნავთობბაზაზე იყო აფეთქებები და ხანძარი.

Leave a Reply

Menu Title