იტალია LUKOIL-ის ქარხნის ნაციონალიზაციას გეგმავს

იტალიის მთავრობა რუსული Lukoil-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაციას გეგმავს.

ქარხანა სიცილიაშია განლაგებული და ის იტალიის მოთხოვნის 1/5-ს აკმაყოფილებს, რასაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნაციონალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ქარხანა მის კანონიერ მფლობელს, კომპანია Lukoil-ს ჩამოერთმევა და ოპერირებაზე პასუხისმგებლობას იტალიის ენერგეტიკის სამინისტრო აიღებს. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტისა თუ ემბარგოს დაწესების მიუხედავად, ქარხანამ მაინც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებმაც.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply

Menu Title