2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სს ,,თელასის’’ შემოსავალმა 103.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 30.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში თელასის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურმა ფასმა 20.1 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის საოპერაციო მოგებამ 35.2 მლნ ლარი შეადგინა (ხარჯების გამოკლების შემდეგ), რაც 11.3%–ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.
თელასმა 89.5%-ით 30.9 მლნ ლარამდე გაზარდა პირველი კვარტალის წმინდა მოგება.
2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, თელასმა 2%-ით 397.5 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 17.4%-ით 208.8 მლნ ლარამდე გაზარდა კაპიტალი.
თელასის ასაქმებს 1862 თანამშრომელს. 2022 წლის პირველ კვარტალში მათზე გაცემულმა ხელფასებმა 33.8 მლნ ლარი შეადგინა.
თელასი დარეგისტრირებულია 1995 წელს. მისი მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:
Silk Road Holdings B.V -75.11%; შპს “ბესტ ენერჯი- 24.53%; დანარჩენი აქციონერები – 0.36%
სს თელასი | 2022/H1 | 2021/H1 |
შემოსავალი | 103.1 | 79.4 |
შესყიდული ენერგია | (20.1) | 0.7 |
საოპერაციო მოგება | 35.2 | 31.6 |
წმინდა მოგება | 30.9 | 16.3 |
აქტივები | 397.5 | 389.9 |
კაპიტალი | 208.8 | 177.9 |
წყარო: gbc.ge