საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტი აშშ-სა და ჩინეთში მკვეთრად შემცირდა

საუდის არაბეთიდან აშშ-სა და ჩინეთში ნავთობის ექსპორტის მოცულობა ნოემბერში მკვეთრად შემცირდა წინა თვესთან შედარებით. ამ დასკვნამდე გამოცემა “ბლუმბერგი” საზღვაო გემების თვალთვალის მონაცემების გაანალიზების შემდეგ მივიდა.

ნავთობის ექსპორტი საუდის არაბეთიდან შეერთებულ შტატებში ოქტომბერთან შედარებით 304 ბარელით შემცირდა დღეში და 83 000 ბარელი შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2017 წლის შემდეგ, როდესაც სააგენტომ დაიწყო ნავთობის გადაზიდვის მონაცემების თვალყურის დევნება.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ნოემბრის მაჩვენებლები შეიძლება გაიზარდოს, რადგან გემებს, რომლებიც ატარებენ დაახლოებით 18 მილიონ ბარელ საუდის არაბეთის ნავთობს და რომლებიც დატვირთული იყო გასულ თვეში, ჯერ არ გამოაცხადეს საბოლოო დანიშნულების ადგილი.

ნოემბერში ჩინეთში მიწოდების მოცულობამ 1,6 მლნ ბარელი დღეში შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 300 ათასი ბარელით ნაკლებია.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ნავთობის ექსპორტი “განსაკუთრებით დაბალია”, იმის გათვალისწინებით, რომ სამეფოდან აშშ-ში მიწოდებამ სექტემბერში 667,000 ბარელს მიაღწია დღეში , რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ორი წლის განმავლობაში.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply

Menu Title