თურქეთის კუთვნილმა საბურღმა გემმა „ფათიფმა“, შავ ზღვაში საქარიის გაზის საბადოზე, „ამასრა-2“-ის ჭაბურღილში საძიებო სამუშაოები დაიწყო.
„ჩვენმა საბურღმა გემმა „ფათიჰმა“, შავ ზღვაში საქარიის გაზის საბადოზე, ახლად აღმოჩენილი „ამასრა-2“-ის ჭაბურღილზე შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო. ჩვენი მუშაობა თურქეთის ენერგეტიკაზე მთელი სისწრაფით გრძელდება“, — აღნიშნულია თურქეთის ნავთობის კორპორაციის (TPAO) Twitter-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პირველი საბურღი გემი „ფათიჰი“, თურქეთის ნავთობის კორპორაციის (TPAO) ინვენტარს 2017 წელს შეუერთდა.
წყარო: commersant.ge