ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერის ევროპაში გამგზავრების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე დღეს დილით ნავთობის ფასი დაეცა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,12%-ით გაიაფდა და მისმა ღირებულებამ ბარელზე 33,31 დოლარი შეადგინა. 0,39%-ით შემცირდა WTI-ის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 29,33 დოლარი შეადგინა.
გასული კვირის ბოლოს „შავ ოქროზე“ ფასი მსოფლიო ბაზარზე 9-12%-ით გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლების მხრიდან ნავთობის წარმოების შემცირების მოლოდინი იყო. ირანული მედიის ცნობით, ირანი ევროპაში 4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთულ ტანკერებს გააგზავნის.
ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის (NIOC) ხელმძღვანელის როკნოდინა ჯავადის განცხადებით, ორი მილიონი ბარელი ნავთობი ფრანგულმა კომპანია „ტოტალმა“ შეიძინა, დანარჩენი კი რუსულმა და ესპანურმა კომპანიებმა.
წყარო: BPN