აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მოწოდებას უზრდის

აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მოწოდებას უზრდის

აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მოწოდებას წელიწადში 500 მლნ კუბ. მეტრით გაუზრდის, – განუცხადა სააგენტო Trend-ს SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევა.

მისი თქმით, ამ დრომდე შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანი საქართველოს დაახლოებით, 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, ახლა კი მოწოდებას 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. დამატებით 1,5 მლრდ კუბ. მეტრის მოწოდება შესაძლებელია მეორე გაზსადენით.

მისი თქმით, ახლა უკვე არის შესაძლებლობა “შაჰ-დენიზის” კონსორციუმიდან დამატებით 500-700 მლნ კყბ. მეტრი გაზის მიღებისა.

“ჩვენ შეგვიძლია ამ გაზის ნაწილი მოვიხმაროთ აზერბაიჯანში, ნაწილი მივაწოდოთ საქართველოს და თურქეთს“, – განაცხადა აბდულაევმა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე არ იყო ტექნიკურად შესაძლებელი მოცულობის გაზრდის, შემდეგ „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმთან მოლაპარაკებების შედეგად საქართველოსთვის გაზის მიწოდების სეზონური ქვოტები შეიცვალა და გახდა 70/30-ზე, ნაცვლად 60/40-სა.

დღეისათვის საქართველოს მოხმარება არის 2,4 მლრდ კუბ. მეტრია. აქედან 750-800 კუბ. მეტრის მოწოდება ხდება შაჰ-დენიზის კონსორციუმის, 1,4 მილიარდის SOCAR -ის მიერ, კიდევ 200 მილიონ კუბ. მეტრს საქართველოს აწვდის რუსეთი.

წყარო: GBC

Leave a Reply

Menu Title