ნავთობის ფასი ისევ მცირდება

ნავთობის ფასის კლების ფონზე წარმოების შემცირების თემა კვლავ აქტუალურია. ოპეკის წევრი ქვეყნები და ის სახელმწიფოები, რომლებიც არ შედიან ორგანიზაციაში, უახლოეს პერიოდში განიხილავენ საკითხს ივნისის თვემდე ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. მადუროს განცხადებით, მხარეები ასევე განიხილავენ სანავთობო ბაზრის აღდგენის სხვადასხვა შეთავაზებას, რომელსაც წარმოადგენს ვენესუელა.

ამასთან ირკვევა, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ნავთობის მინისტრმა ბიჯანა ზანგანემ.

შედეგად, ბირთვული შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან (2015 წლის 14 ივლისი) ირანიდან ნავთობის ერთობლივი ექსპორტი გაიზარდა 1,75 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. 2016 წლის 1 მარტისთვის ირანის ნავთობის ყოველდღიურმა წარმოებამ შეადგინა 3,2 მილიონ ბარელი. ადრე ის შეადგენდა 2,8 მილიონ ბარელს.

ზანგანე პირობას დებს ნავთობის წარმოების კიდევ 500 ათასი ბარელით გაზრდასთან დაკავშირებით. ეს კი მას შემდეგ მოხდება, როდესაც თეირანზე ყველა ეკონომიკური სანქცია მოიხსნება.

02.03.2016

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას.

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:

ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,0948 მიმდინარეობს.

შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4159 ნიშნულთან მიმდინარეობს.

დოლარი გამყარდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 113.85 ნიშნულთან მიმდინარეობს

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

ოქროზე ფასმა მოიმატა 0.33 %-ით და ვაჭრობა 1262.40 ნიშნულთან მიმდინარეობს.

მოიმატა ვერცხლის ფასმა 1,58 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.39 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 0.64%-ით და ბარელზე შეადგინა 34.79 დოლარი.

წყარო : Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

Leave a Reply

Menu Title