ქუთაისის რამდენიმე ქუჩას 17 -18 მარტს გაზმომარაგება შეუწყდება

ქუთაისის რამდენიმე ქუჩას 17 -18 მარტს გაზმომარაგება შეუწყდება

 „სოკარ ჯორჯია გაზი” ქუთაისის მოსახლეობას გაზმომარაგების შეწყვეტაზე აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის 17 მარტის დილის 10:00 საათიდან 18 მარტის საღამოს 18:00 საათამდე ქ. ქუთაისის შემდეგ ქუჩებს : დავით აღმაშენებლის გამზირის № 23, 25, 33, 35;  ერისთავის № 2; ლადო ასათიანის ქუჩის კენტ ნომრებს № 1—69, 81, 85, 87, 91—99, 105-დან ბოლომდე, ლუწ ნომრებს მთლიანად; ლადო ასათიანის II, III, V, VI, VII ჩიხებს; ქანთარიას, ჭუმბურიძის, სოხუმის ქუჩებს;  ნინოშვილის ქუჩის კენტ ნომრებს № 155—179;  ნინოშვილის 13, 15 ჩიხებს; ი. ჭავჭავაძის № 6 გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, საშუალო წნევის გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდება. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

„სოკარ ჯორჯია გაზი”  აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply

Menu Title