ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება “ტოიოტას” ცენტრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს უკან მიმდებარე დასახლებებს, სოფელ დიღმის გარკვეულ ნაწილსა და დიდი დიღმის კერძო დასახლებას.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს.