სოკა

SOCAR-მა აჭარაში გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყო

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში მაღალი წნევის გაზსადენის  მილების რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენით სამუშაოებს  „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს და 3 აპრილს გაზისმიწოდება რეგიონის მასშტაბით სრულად აღდგება.

29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები 3 დღე გაგრძელდა.

“თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები”, – აცხადებს სამინისტრო.

Leave a Reply

Menu Title