აფრიკა მზის ენერგიის სექტორის არნახულ ზრდას ელის

აფრიკა მზის ენერგიის სექტორის არნახულ ზრდას ელის

პარიზში, კლიმატის საერთაშორისო კონფერენციაზე, აფრიკის 54 ქვეყანამ ხელი მოაწერა “რევოლუციურ გეგმას”, რომელიც გულისხმობს მომდევნო 5 წლის განმავლობაში კონტინენტზე 10 გვტ განახლებადი ენერგიის სიმძლავრის შექმნას, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 300 გვტ-მდე გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი.

პროექტის მთავარი სპონსორი არის აფრიკის განვითარების ბანკი, ასევე ევროპის ქვეყნებიც მზად არიან ჩაერთონ პროექტში. კერძოდ, საფრანგეთი გამოყოფს 2 მლრდ ევროს.

გაუდაბნოება, ტყეების გაჩეხვა, წყალდიდობები ზღვისპირა რაიონებში – ეს არის კლიმატის ცვლილების ეფექტის არასრული ჩამონათვალი აფრიკის კონტინენტზე. თუმცა, აფრიკაში, საჰარის სამხრეთით განთავსებული მოსალხეობის დაახლოებით 32 %-ს ხელი არ მიუწვდება ელექტროენერგიაზე, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ეკოლოგიის კუთხით, არამედ მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის.

წყარო: “ენერგოპლატფორმა”

Leave a Reply

Menu Title