ენერგოკრიზისის გამო ვენესუელელი ჩინოვნიკები კვირაში 2 დღე იმუშავებენ

ენერგოკრიზისის გამო ვენესუელელი ჩინოვნიკები კვირაში 2 დღე იმუშავებენ

ვენესუელის მთავრობამ, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 2 მლნ ადამიანის სამუშაო კვირა 2 დღემდე შეამცირა.

ამ ცვლილების მიზანია ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისის დაძლევა და როგორც აცხადებენ, ის დროებითია.

ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა არისტობულო ისტურისმა განაცხადა, რომ სამუშაო დღეები იქნება ორშაბათი და სამშაბათი, ხოლო კვირის დანარჩენი დღეები უქმე იქნება, სანამ ენერგეტიკული კრიზისი არ დასრულდება. სასაწავლო დაწესებულებები კი კვირაში 4 დღე იმუშავებს.

აპრილის დასაწყისში პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხელი მოაწერა ბრძანებას სამუშაო კვირის 4 დღემდე შემცირების შესახებ და მოსახლეობას მოუწოდა პასუხისმგებლობით მოეკიდონ ელექტრომოწყობილობების ეკონომიურად გამოყენებას.

ქვეყნის მთავრობა ამტკიცებს, რომ ენერგოკრიზისის მიზეზი ხანგრძლივი გვალვა გახდა, ხოლო ოპოზიცია მათ ქვეყნის მართვის არცოდნაში ადანაშაულებს.

წყარო: Agora.ge

Leave a Reply

Menu Title