Tag Archives: #აირი

“სამხრეთის გაზის დერეფანი ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას “

სამხრეთის გაზის დერეფანი აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხელს უწყობს მთელი რეგიონის განვითარებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 26 იანვარსგანაცხადა, როდესაც საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხრისტოს კაპოდისტრიასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი არის საერთო ინტერესის პროექტი. მისივე თქმით, საბერძნეთი აზერბაიჯანის გაზის ევროპის ქვეყნებში გადაზიდვებში, ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებს. ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

2025 წლისთვის იტალიას შეეძლება რუსულ გაზზე სრულად თქვას უარი

იტალიამ შესაძლოა 2024-25 წლის ზამთარში რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება დაასრულოს. ამის შესახებ ენერგეტიკული გიგანტის Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალზიმ ალჟირში პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ვიზიტის დროს განაცხადა. „ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 2024-2025 წლების ზამთარში ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის მიწოდების ნულამდე შემცირებას.“ – განაცხადა დესკალზიმ. როგორც ირკვევა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იტალიამ რამდენიმე ქვეყანასთან გააფორმა ხელშეკრულებები ენერგიის ალტერნატიული წყაროების გაფართოების შესახებ. ...

Read More »

BP – შაჰდენიზის გაზის მოპოვება წელს პიკს მიაღწევს

შაჰდენიზის საბადოს პროექტის ტექნიკური ოპერატორი კომპანია, BP მოელის, რომ საბადოზე ბუნებრივი აირის მოპოვება წელს პიკს მიაღწევს. ამის შესახებ კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში BP-ის კომუნიკაციისა და საგარეო ურთიერთობების საკითხთა ვიცეპრეზიდენტ ბახთიარ ასლანბეილმა აზერბაიჯანულ ტელეარხ CBC-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა. „ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ და ვგეგმავთ, რომ წელს Stage-2-ზე წარმოების პიკს მივაღწევთ,“ – აცხადებს ასლანბეილი. მისი თქმით, აზერბაიჯანში, განსაკუთრებით შაჰდენიზის საბადოს განვითარების პროექტის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემიცრებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 640,7 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $670-მდე შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 10%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 670 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

როდის მოხდება ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების გადახედვა?

ბაზრის გახსნამდე საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. არ იგეგმება ასევე 5 წლის განმავლობაში გაზის ტარიფის გადახედვას. როგორც ბიზნეს სტანდარტთან სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე არ იგეგმება, თუმცა მისი აზრით არც ბირჟის ამოქმედების შემდეგ მოხდება ტარიფების ზრდა, რაც შეეხება გაზის ტარიფებს, ნარმანიას თქმით არსებული ტარიფები დადგენილია 5 წლის ვადით და არ მოხდება მისი გადახედვა ...

Read More »

იაპონური სადაზღვევო კომპანიები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში LNG-ის გადამზიდავებისთვის სადაზღვევო პრემიებს ზრდიან

იაპონური სადაზღვევო კომპანიები გეგმავენ გაზარდონ სადაზღვევო პრემიები LNG-ის გადამზიდავებისთვის რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, დაახლოებით 80%-ით. ამის შესახებ წერს Nikkei. ასეთი ღონისძიება იქნება პასუხი უცხოური გადაზღვევის ფირმების ქმედებებზე, რომლებიც ზრდიან განაკვეთებს გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე. სატრანსპორტო კომპანიები ასევე დაიწყებენ ტვირთების ტარიფების გაზრდას, რამაც შესაძლოა გაზის ფასებზე ზეწოლა მოახდინოს, წერს Nikkei-მ. წყარო: bfm.ge

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

მონტენეგროს იონი-ადრიატიკის მილსადენი, შესაძლოა, ტრანსადრიატიკის გაზსადენს დაუკავშირდეს

მონტენეგრო ბარის პორტის გავლით, აზერბაიჯანულ გაზზე წვდომითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტის განხორციელება დიდ წვლილს შეიტანს ენერგიის წყაროების სტაბილურობასა და დივერსიფიკაციაში. მისივე თქმით, ეს საშუალებას მისცემს მონტენეგროსა და მეზობელ ქვეყნებს, კასპიის რეგიონსა და დასავლეთ ევროპას შორის ხიდის როლი შეასრულონ. IAP-ის მარშრუტი ასევე გაივლის მონტენეგროს ტერიტორიაზე. შემოთავაზებული იონიურ-ადრიატიკის მილსადენი შესაძლია ტრანსადრიატიკის მილსადენს ...

Read More »

გერმანიაში, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიზნით თხევადი გაზის მესამე მცურავი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიაში ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაციის ფარგლებში კიდევ ერთი მცურავი LNG ტერმინალი გაიხსნა, რომელიც ექსპლუატაციაში შევა. ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. LNG ტერმინალის წლიური რეგაზიფიკაციის სიმძლავრე 7,5 მილიარდი კუბური მეტრია, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე სრულად იქნება გამოყენებული. ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, პირველი თხევადი გაზით დატვირთული (LNG) ტანკერი (არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან) ბრუნსბიუტელში 2023 წლის იანვრის ბოლოს შემოვა და ტერმინალში ჩაიტვირთება.

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

პაკისტანი და რუსეთი გაზსადენის მშენებლობას განიხილავენ

პაკისტანისა და რუსეთის დელეგაციებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, საუბარია პაკისტანისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გრძელვადიან მიწოდების საკითხზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამაბადში მოლაპარაკებები გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის რუსეთ-პაკისტანის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში. მოლაპარაკებებზე პაკისტანს წარმოადგენს ნავთობის მრეწველობის საკითხებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მუსადიქ მასუდ მალიკი, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენს ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი. მხარეებმა განიხილეს გაზსადენის პროექტი, ...

Read More »
Menu Title