Tag Archives: #ჩინეთი

ჩინეთი საჭიროების შემთხვევაში მზად არის ეროვნული მარაგებიდან ნავთობი გაყიდოს

ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია ნავთობის გაყიდვა ეროვნული მარაგებიდან „საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ჩჟაო ლიცზიანის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩინეთს შეუძლია ნავთობის გაყიდვა ეროვნული რეზერვებიდან, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით“, – განაცხადა მან ბრიფინგზე. როგორც ჩინელმა დიპლომატმა დააზუსტა, პეკინი მზადაა მიიღოს “სხვა ზომები ბაზრის მხარდასაჭერად”. „ჩვენ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ მსგავსი გადაწყვეტილებების შესახებ“, – დასძინა ...

Read More »

“ჩინეთთან ენერგეტიკული გარიგებები მოსკოვისთვის სახიფათოა”

პარალელურმა ენერგოკრიზისმა – ევროპაში და ჩინეთში – მოსკოვს პეკინთან მომგებიანი საგაზო გარიგების დადების საშუალება მისცა. კერძოდ, რუსეთი ჩინეთს მიჰყიდის გაზს იგივე საბადოებიდან, რომლებიდანაც ცისფერი საწვავით ევროპას ამარაგებს. ეს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩინეთზე ზრდადი დამოკიდებულება შესაძლოა თავად რუსეთისთვისაც ძალიან სარისკო აღმოჩნდეს. მოსკოვში კარგად იციან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის დედაქალაქებში მიღებულ იქნება კოორდინირებული ზომები „გაზპრომის“ გავლენის შესამცირებლად. ამიტომაც, ევროპასთან ერთად ვლადიმირ ...

Read More »

ჩინეთიში ნავთობპროდუქტების წარმოება აღდგა

ოქტომბერში ჩინეთის ნავთობის დღიური გადამუშავება გაიზარდა. ამავდროულად, ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნავთობის წარმოების მოცულობას საწვავის მაღალი ფასებისა და სტაბილური მოთხოვნის ფონზე ზრდიან. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ნავთობის გადამუშავების მოცულობამ ოქტომბერში 58,4 მილიონი ტონა შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მიხედვით, ქვეყანაში დღეში 13,75 მილიონი ბარელი იწარმოება, ცნობისთვის სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 13,64 მილიონი ბარელი იყო. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, წარმოება  3%-ით შემცირდა, თუმცა გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 2021 ...

Read More »

აშშ და ჩინეთი კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დოკუმენტი, სახელწოდებით „კლიმატის მოქმედების გაძლიერება 2020-იან წლებში“, ავალდებულებს ქვეყნებს, შეიმუშაონ გრძელვადიანი სტრატეგიები, რათა მიაღწიონ ნულოვან ნიშნულს. კლიმატის საკითხებში ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლის, შეი ჟენჰუას განცხადებით, დეკლარაცია ავალდებულებს ორ ქვეყანას მიიღონ „კონკრეტული ზომები“ პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად, რათა გლობალური დათბობა ორ გრადუსზე ქვემოთ იქნას შენარჩუნებული და და „გააგრძელოს ძალისხმევა“ საუკუნის ბოლომდე ...

Read More »

ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას მიესალმება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბრისას ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა ზომები, ვიდრე ირანი შეთანხმების სრულად შესრულებას განაახლებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეთანხმების შესრულების განახლების მიმართ ირანის პოზიტიური დამოკიდებულება ცხადყო, ხოლო აშშ-მა თავისი პოლიტიკის გამოსასწორებლად ნაბიჯები უნდა გადადგას. ...

Read More »

ნავთობსა და გაზზე მოთხოვნილების ზრდამ PetroChina-სა და Sinopec-ს შემოსავლის გაზრდის საშუალება მისცა მე-3 კვარტალში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანიებმა “PetroChina Co.” და “China Petroleum & Chemical Corp.” (Sinopec) მესამე კვარტალში გაზარდეს საშემოსავლო მაჩვენებლები. მაჩვენებელი გაიზარდა ბუნებრივ გაზზე და ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის გამო. ამავე დროს, კომპანიების მოგება შემცირდა საოპერაციო ხარჯების გაზრდის გამო. PetroChina-ის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, მისი სუფთა მოგება წინა კვარტალში 45%-ით დაეცა 22,09 მილიარდ იუანამდე (3,46 მილიარდი დოლარი). კომპანიის ...

Read More »

ჩინეთის ენერგო კრიზისი თითქმის ყველა ძირითად ინდუსტრიაზე იმოქმედებს

ჩინეთის ენერგეტიკული კრიზისი მთელ მსოფლიოზე იწყებს ზეგავლენის მოხდენას. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის ენერგო კრიზისი აზიანებს ყველას, ავტომწარმოებლებიდან ავსტრალიელ ფერმერებამდე. მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორის ელექტროენერგიის დეფიციტის მიწოდების ჯაჭვებზე გავლენამ შესაძლოა, შეაფერხოს გლობალური ეკონომიკა, რომელიც პანდემიისგან თავის დასაღწევად იბრძვის. გადაზიდვების ინდუსტრია უკვე ებრძვის გადატვირთულ მიწოდების ხაზებს, რომლებიც მსოფლიოში ტანსაცმლისა და სათამაშოების მიწოდებას აფერხებენ. კრიზისი ასევე ემთხვევა ჩინეთში მოსავლის აღების სეზონს, რაც სურსათის ფასებისთვის დამატებითი საზრუნავია. ”თუ ელექტროენერგიის დეფიციტი და წარმოების შემცირება გაგრძელდება, ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

ენერგოდეფიციტის გამო, Tesla-ს მიმწოდებელმა ჩინეთის ქარხნებში წარმოება დროებით შეაჩერა

Tesla-ს მიმწოდებელმა ჩინურ ქარხანაში წარმოება რამდენიმე დღით შეაჩერეს. წარმოების შეზღუდვის მიზეზი ენერგიის მოხმარების გამკაცრებული სახელმწიფო პოლიტიკაა. ელექტრონულ ტექნიკაზე მოთხოვნის პიკის სეზონზე, წარმოების შეფერხება მიწოდების ჯაჭვისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნულს ასევე ემატება ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებმაც ჩინეთის რამდენიმე რეგიონში მწვავედ იჩინა თავი. ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ ნახშირის რეკორდულად მცირე მარაგი და გამონაბოლქვის სტანდარტების გამკაცრება ინდუსტრიის შეფერხებას იწვევს, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს ...

Read More »

აშშ მოუწოდებს ჩინეთს, შეწყვიტოს ირანის ნავთობის შესყიდვები

აშშ-მა მოუწოდა ჩინეთს,  შეწყვიტოს ირანის ნედლი ნავთობის შესყიდვები. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირი”. ჩინეთის ნაციონალურ რესპუბლიკაში ნედლეულის ექსპორტმა ხელი შეუწყო ირანის ეკონომიკას, რომელიც აშშ–ის სანქციების ქვეშ იმყოფება. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ შეზღუდონ ნავთობის გაყიდვები სხვა ქვეყნებში და მოახდინონ ზეწოლა თეირანზე, რათა მათ განაახლონ მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით  ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმაზე  დასაბრუნებლად, როგორც ეს ამერიკულ მხარეს ...

Read More »

ჩინეთი ენერგოკრიზისმა მოიცვა – ითიშება ლიფტები და შუქნიშნები

ჩინეთში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი, რომელიც თავიდან მხოლოდ მრეწველობას შეეხო, ამჟამად სულ უფრო მეტად რიგითი ადამიანების ცხოვრებაზეც აისახება. რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგიის ნორმირებული მოხმარებაა შემოღებული – ითიშება ლიფტები და შუქნიშნები, ადგილობრივი ხელისუფლებები მოქალაქეებს კონდიცირებაზე უარის თქმას და ბუნებრივი განათების პირობებში მუშაობას ურჩევენ. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში – ზოგიერთ ქალაქში დღე-ღამეში რამდენიმე საათით არა მხოლოდ შუქ-ნიშნები, არამედ ითიშება ქუჩების განათება, ლიფტები ...

Read More »
Menu Title