Tag Archives: #ელექტრიფიკაცია

როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

1-ელი ივლისიდან დენის ქვითარს კომპანია თელმიკოსგან და ეპი ჯორჯიასგან მიიღებთ

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა დენის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებს, თბილისის მცხოვრებლები ქვითარს კომპანია “თელმიკოსგან”, ხოლო რეგიონების მაცხოვრებლები კომპანია “ეპი ჯორჯიასგან” მიიღებენ. ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმითაა გამოწვეული, რომლის მიხედვითაც, კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა კი ეს საქმიანობა გაიმიჯნა. სწორედ ამიტომ, “თელასმა” და “ენერგო პრო ჯორჯიამ” დააფუძნეს ახალი ...

Read More »
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონისთვის ემზადება

2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 10-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს

2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1,610 მლნ.კვტ.სთ შეადგინა და 10-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია, ხოლო 2018 წელთან შედარებით ზრდა 6.7%-ია. ელექტროენერგიის იმპორტის 19% თურქეთიდან, 35% რუსეთიდან, ხოლო 45% აზერბაიჯანიდან განხორციელდა. რაც შეეხება ექსპორტს, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 154 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, ...

Read More »

2020 წელს ელექტროენერგიის იმპორტის 45% აზერბაიჯანიდან განხორციელდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, ელექტროენერგიის იმპორტის 19% თურქეთიდან, 35% რუსეთიდან, ხოლო 45% აზერბაიჯანიდან განხორციელდა. 2020 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია, ხოლო 2018 წელთან შედარებით ზრდა 6.7%-ია.

Read More »

თურნავა – საყოველთაო გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება

საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამების სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომლის საპილოტე ეტაპიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დასახლებული პუნქტი შეძლებს, მიიღოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. 2022 წლიდან ასევე სამი წლით გაგრძელდება გაზიფიცირების ...

Read More »