Tag Archives: #ელექტრომობილები

დუბაიში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპის პირველი ცდები ჩატარდა

დუბაიში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპის, Volar-ის პირველი ცდები ჩატარდა. გამოცემა Planet today-ის ცნობით, ელექტრომობილი 4 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და პირველი ფრენა 40 კმ/სთ სიჩქარით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ პროტოტიპი ორიგინალ ავტომობილზე ორჯერ პატარაა, თუმცა ინჟინრები აცხადებენ, რომ მფრინავი ავტომობილი 200 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებას და 100 მეტრის სიმაღლეზე ფრენას შეძლებს. სრულმასშტაბიანი მფრინავი ავტომობილის ცდები კომპანია Bellwether Industries-ს 2023 წლისთვის აქვს დაგეგმილი, 2030 წლიდან ...

Read More »

Tesla-ს Cybertruck-ის გამოსვლა კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიდო

2021 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ Cybertruck-ის, Tesla-ს პირველი ელექტრო პიკაპის გამოშვება 2022 წლამდე გადაიდო. ეს სიახლე მაშინ სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან მანამდე ჩვენ ვნახეთ თუ რამდენჯერ გადადო წარმოების ხარვეზების აღმოსაფხვრელად ტესლამ Model 3-ის გამოშვება. თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ ელექტრო პიკაპს ვერც 2022 წელს ვიხილავთ და მასკმა მისი გამოშვება 2023 წლამდე გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კომპანიასთან დაახლოებულმა ...

Read More »

ელექტრომობილების გარემოზე ზემოქმედება: დადები თი და უარყოფით მხარეები

თამამად შეგვიძლია, 21-ე საუკუნეს ელექტრომობილების ერა ვუწოდოთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ელექტრომობილებმა ფაქტობრივად დაიპყრეს მსოფლიო საავტომობილო ბაზარი. ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს მომავალში ისინი სრულად ჩაანაცვლებენ ტრადიციულ, შიდაწვისძრავიან ავტომობილებს. ელექტრომობილების დიდი უპირატესობა მათი ენერგოეფექტიანობაა, რაც დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მსოფლიოსთვის. ელექტრომობილი სამჯერ უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე შიდაწვისძრავიანი მანქანა. ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ...

Read More »

ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა ნიკელს აძვირებს

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ბირჟებზე ნიკელის ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს – 1 ტონაზე $22 745-ს მიაღწია. ამ ლითონის ფასს ელექტრომობილებზე მოთხოვნის მატების მოლოდინი ზრდის, რადგან ამ მანქანების მთავარ დეტალში – ბატარეაში – ნიკელი დიდი რაოდენობით გამოიყენება. დღევანდელი ფასი რეკორდულია 2011 წლის შემდეგ. ბოლო დღეებში ნიკელი მცირედით გაიაფდა, თუმცა, მაინც საკმაოდ მაღალი დარჩა – $22 245. ბოლო პერიოდში ფერადი ლითონების მარაგი მსოფლიოში ...

Read More »

შესაძლოა, Hyundai-მ შიდაწვის ძრავების წარმოება შეწყვიტოს

გასულ კვირას კორეული ავტომწარმოებელი Hyundai მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა: საქმე ისაა, რომ რამდენიმე ავტორიტეტულმა გამოცემამ, სანდრო წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ Hyundai მანქანების შიდაწვის ძრავების წარმოების შეწყვეტას აპირებს, რათა კომპანიის რესურსები ელექტრომანქანების წარმოებას მოახმაროს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება, მიუხედავად მისი მოულოდნელობისა, აზრს მოკლებული არ არის, რადგან ის სრულად თანხვდენილია 2030 წლისათვის შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოების აკრძალვის ტენდენციასთან, რომელიც მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ფიქსირდება, მათ შორის ...

Read More »

Aptera Solar EV, მანქანა, რომელიც „არ საჭიროებს დატენვას”

ბერძნულად Aptera ითარგმნება, როგორც ფრთების გარეშე ფრენა. ახალი ეკოლოგიურად სუფთა სუპერმანქანა Aptera არც ჰიბრიდი და, არც ელექტრო მანქანა. ეს არის მზის ენერგიაზე მომუშავე სუპერ მანქანა, რომელიც „არასდროს საჭიროებს დატენვას”. ეს ფანტასტიკური სიახლეა მათთვის, ვისაც განსაკუთრებით აწუხებს ნახშირბადის კვალი. ეკოლოგიურად კეთილგანწყობილ მძღოლებს შეუძლიათ ყველგან იარონ და იცოდნენ, რომ მათ მანქანას აქვს მინიმალური ნახშირბადის კვალი და აქვს მინიმალური გავლენა გარემოზე. სამბორბლიანი მანქანა ...

Read More »

იაპონიაში ზღვაში მსოფლიოში პირველი ელექტრო ტანკერი ჩაუშვეს

იაპონურმა გემთმშენებელმა კომპანიამ Koa Sangyou წყალში ჩაუშვა მსოფლიოში პირველი ელექტრო ტანკერი. აღნიშნულთან დაკავშირებული ცერემონია კაგავას პრეფექტურაში (კუნძული სიკოკუ) გაიმართა. ხომალდი აგებულია კომპანია Asahi Tanker-ის დაკვეთით და მისივე პატივსაცემად ეწოდა „ასაჰი“. ტანკერის სიგრძეა 62 მეტრი, ხოლო მისი ნავთობპროდუქტების საცავის მოცულობა გახლავთ 1,28 ათასი კუბური მეტრი. ის აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტებით , რომლის ჯამური მოცულობა 3480 კვტ საათია. ტანკერს შეუძლია ერთჯერადი დამუხტვით 150-180 ...

Read More »

Audi ელექტრომობილების მიმართულებით ინვესტიციებს 18 მლრდ დოლარამდე გაზრდის

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Audi AG აცხადებს, რომ აპირებს გაზარდოს ინვესტიციები ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების განვითარების მიმართულებით. საუბარია 2022-2026 წლებში ინვესტიციების 18 მლრდ ევრომდე გაზრდაზე აქამდე გაცხადებული 15 მლრდ-დან. ეს თანხა არის ნაწილი მისი სტრატეგიული გრძელვადიანი განვითარების გეგმის, რომლის ჯამური მოცულობა 37 მლრდ ევროა. „აღნიშნულ საინვესტიციო გეგმაზე დაყრდნობით, კომპანიისთვის 2026 წლამდე ყურადღების ცენტრში დარჩება სრულიად ან ნაწილობრივ ელექტროფიცირებული ...

Read More »

აშშ-ის ხელისუფლება უარს იტყვის შიგაწვისძრავიან ავტომობილებზე

აშშ-ის ხელისუფლება უარს იტყვის შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გამოყენებაზე 2035 წლისთვის. ხელისუფლება მათ შესყიდვას შეწყვეტს 2027 წლისთვის. როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნულის შესახებ ბრძანებას ხელი ჯო ბაიდენმა მოაწერა. განკარგულების თანახმად ქვეყანაში CO₂-ის გაფრქვევა ატმოსფეროში 2030 წლისთვის 65%-ით შემცირდება, ხოლო 2050 წლისთვის განულდება. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ამერიკის საბიუჯეტო უწყებები ეს არის ყველაზე დიდი მომხმარებელი და დამსაქმებელი ქვეყანაში, ამიტომ მას შეეძლება დიდი გავლენის მოხდენა საქმიანობის ...

Read More »

Ford-მა მანქანა ოკეანეში გადაყრილი პლასტმასისგან ააწყო

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford Motor Company-მ გამოუშვა მანქანა, რომლის ნაწილებიც ოკეანეში აღმოჩენილი მთლიანად გადამუშავებული პლასტმასისგან არის დამზადებული. ამის შესახებ Ford-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი. Ford Bronco Sport-ის სალონში გაყვანილობის სამაგრები გადამუშავებული სათევზაო ბადეებისგან დაამზადეს, რომლებიც ოკეანეში იყო დაკარგული ან გადაგდებული ოკეანეში. „პლასტიკას მუშები ინდოეთის ოკეანესა და არაბეთის ზღვაში აგროვებენ. ამით წყლის გარემოს გაწმენდაში, ნარჩენების შემცირებასა და ახალი სამუშაო ადგილების ...

Read More »
Menu Title