Tag Archives: #გაზპრომი

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი კონგრესმენი, მაიკლ მაკოლი და მისი 20 თანაპარტიელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანიის „Nord Stream 2 AG”-ის და მისი დირექტორის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ. კონგრესმენებმა შესაბამისი წერილით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართეს. კონგრესმენების თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენით რუსეთი ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. „მივიჩნევ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. ყირიმის წასაღებად და სავაჭროდ, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო. ასე ყირიმის საკითხი ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა. ნორმანდიის ფორმატშიც წამოვაყენე ეს საკითხი. ყველა მხარე ამბობდა, რომ ყირიმი მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხი არ არის. ამიტომაც გადავწყვიტე ყირიმის პლატფორმის შექმნა. გვესმოდა, რომ ყირიმის ოკუპაცია დავიწყებას ...

Read More »

ბაიდენი: “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სანქციები ზიანს მოუტანს ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა არ გამოიყენოს სანქციები “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გაზსადენთან მიმართებით, რადგან პროექტი თითქმის დასრულებულია, ხოლო სანქციები ზიანს მიაყენებდა ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან. “ის თითქმის ბოლომდე დასრულებულია”, – თქვა ბაიდენმა გაზსადენზე, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით გაზს რუსეთიდან გერმანიაში ჩაიტანს. “საქმე ის არ არის, შემიძლია თუ არა გერმანიას ნებართვა მივცე, რაღაც გააკეთოს, ან არ გააკეთოს … ახლა ...

Read More »

კრემლის პირველი რეაქცია აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის საწინააღმდეგო ახალ სანქციებზე

რუსული პრესა აშშ-ის მიერ დაწესებულ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის საწინააღმდეგო ახალ სანქციებზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული პირველ კომენტარის შესახებ იუწყება. აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″-თან კავშირში მყოფ რუსულ კომპანიების და გემების წინაღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. პესკოვის თქმით, კრემლს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და თეთრის სახლის ...

Read More »

რას მიიღებს რუსეთი “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“

რას მოიგებს რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით“, – ამის შესახებ report.ge-ს ლოგისტიკის ექსპერტი, დავით გოჩავა უყვება. მისი აზრით, ამ კონტექსტში აუცილებელია გავიხსენოთ ფულის კეთების ტექნოლოგია პუტინის რუსეთში, რომელიც გოჩავას შეფასებით ასეთია: არსი მდგომარეობს ქვეყნის ბიუჯეტიდან ფულის მოტეხვაში. შედიან ოლიგარქები პუტინთან, წარადგენენ პროექტს, რომლის თანახმად შესაძლებელია მილიარდობით დოლარის მოტეხვა ბიუჯეტიდან. ამასთან თუ ამ პროცესში ჩართულები არიან ევროპელი „მექრთამეები“, ფულს დახარბებული „პოლიტიკოსები“, მაშინ საქმე კიდევ ...

Read More »

ამერიკელი კონგრესმენები მოუწოდებენ ჯო ბაიდენს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის გაუქმებაზე

აშშ-ის კონგრესის რამდენიმე დემოკრატმა და რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებულ რამდენიმე სანქციაზე უარის თქმას. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აშშ-ის ნაციონალურ ინტერსში შედის რუსეთის აგრესიისგან უკრაინის სუვერენიტეტის და ევროპის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა“, – ნათქვამია კონგრესის უკრაინის ორპარტიული ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ 20 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,3 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,3 მილიონი  ბარელით გაიზარდა და 486 მლნ ბარელი შეადგინა – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ბენზინის მარაგები გაიზარდა 2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  234,2 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,3 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 132,1 მლნ ბარელი.ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »

სენატორი ჯიმ რიში: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისთვის სანქციების გაუქმებით ბაიდენი პუტინს საჩუქარს გადასცემს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორის, Nord Stream 2 AG-ის მიმართ სანქციებს არ გამოიყენებს. „ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, უარი თქვას სანქციებზე Nord Stream 2 AG-სა და მისი აღმასრულებელი დირექტორის მიმართ აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უბრალოდ არასწორია. როგორც ჩანს, ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ რატომღაც შეერთებული შტატების ინტერესებშია, რომ ეს მავნე გავლენის მქონე რუსული პროექტი შედგეს. ...

Read More »

ენტონი ბლინკენი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. „სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ანგარიში წარუდგინა „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის აქტის“ (PEESA) შესაბამისად, რომელშიც ჩამოთვლილია ოთხი ხომალდი, ხუთი ორგანიზაცია და ერთი ფიზიკური პირი, რომლებიც ჩართულნი არიან Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაში. მათ შორის არის Nord Stream ...

Read More »

კრემლი: აშშ-ის მიერ Nord Stream 2-ის ოპერატორისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა პოზიტიური სიგნალია

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა პოზიტიური სიგნალია. კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტში მონაწილე ყველა მხარე პროექტის სწრაფად დასრულებაშია დაინტერესებული. „ყველა სირთულის მიუხედავად, პროექტი გრძელდებოდა, მიმდინარეობდა სამუშაოები. ჩვენ და ამ პროექტში მონაწილე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დარწმუნებულნი ვართ, რომ პროექტი მესამე ქვეყნების მხრიდან ზეწოლას არ უნდა განიცდიდეს. ...

Read More »
Menu Title