Tag Archives: #ჰიდრორესურსები

აზერბაიჯანული დენი გაიაფდა

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 404 მლნ კვტ / სთ ელექტროენერგია დააექსპორტა, რომლის ღირებულებაა 16.1 მლნ აშშ დოლარი.  აზერბაიჯანის საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ქვეყნის ექსპორტი 7.85% -ითაა გაზრდილი, თუმცა 9.9% -ითაა შემცირებული ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტმა აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში 0.6% შეადგინა, ხოლო ნავთობპროდუქტების სექტორის ექსპორტში – 4.9%. ორი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანის მიერ ექსპორტირებულ თითოეულ კილოვატ ელექტროენერგიაზე ფასმა შეადგინა 0,04 ...

Read More »

“ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს” – ვარლამ გოლეთიანი

პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის წარმოებაში დაადანაშაულა, რიონის ხეობაში პასუხობენ. ადგილობრივები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ხალხს შორის. პროტესტის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ როგორიც უნდა იყოს პირველი პირების პოზიციები, ხეობის მოსახლეობა პროტესტს არ შეწყვეტს, რადგან მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.“ეს არის მიუღებელი რიტორიკა ჩვენთვის. ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ...

Read More »

“უნდა გავმიჯნოთ პროცესში გულწრფელად ჩართული და ზოგიერთი უცხო სახელმწიფოს მიერ წახალისებული მოქალაქეები”

მინდა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავმიჯნო, ერთი მხრივ, ამ პროცესსა და პროტესტში გულწრფელად ჩართული მოქალაქეები და მეორე მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგიც, უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები, რაც საგანგაშოა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ჩვენ ვხედავთ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული, ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს. „იმპორტი მიმდინარეობს, მათ შორის გავზარდეთ წილი იმპორტირებული ელექტროენერგიის, ყოველწლიურად იზრდება მოხმარებაც ...

Read More »

“კაშხალი არ აშენდება, ვიდრე სანდო ექსპერტები ყველა ძირითად კვლევას არ გადაამოწმებენ”

ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. კაშხალი არ აშენდება, ვიდრე სანდო ექსპერტები ყველა ძირითად კვლევას არ გადაამოწმებენ. ზუსტად ეს პასუხობს იმ წუხილს, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებასა და ეკოლოგიას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან, ნამახვანჰესზე საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ნამახვანჰესი არის იმ მსხვილ ჰიდროსადგურთაგან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას განამტკიცებს. „დღეს ამ ჰესის აშენებზე გადის საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფუძველი. ...

Read More »

“წყლის რესურსის გამოყენება არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება”

სიმდიდრე, რაც ჩვენ გვაქვს, არის წყალი და წყლის რესურსის გამოყენება არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში დიდი ჰესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ძალიან ბევრი ევროპული მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოს მსგავსად ჰიდრორესურსი აქვს. ეს არის შვეიცარია, ავსტრია, იტალია, ნორვეგია, რომელიც საკუთარი ენერგეტიკას ჰიდროენერგეტიკაზე ამყარებს. რა თქმა უნდა, მცირე ჰესებიც მნიშვნელოვანია ...

Read More »

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით… მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი ნამახვანჰესის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, ჰესის ტერიტორიაზე, რიონის ხეობის მოსახლეობამ, რომლებიც იქ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, თავდაპირველად ჯვარი აღმართეს და ასე გააპროტესტეს თურქული კომპანია ENKA-ს მიერ წინამოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. თურქეთის ელჩი „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ საუბარია 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ თურქი ინვესტორები საქართველოს ენდობიან. დიპლომატი ...

Read More »

,,თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის ჰიდროკომპლექსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ფონდის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი სოციალურ ქსელში ჟინვალის წყალსაცავზე წერს და მიაჩნია, რომ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის წყალსაცავის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა:  “ბევრმა არ იცის, რომ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება ჟინვალის ჰიდროკომპლექსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თბილისის სტაბილური წყალმომარაგების საკითხი საზოგადოებისთვის, დღეს, ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მიუხედავად ამისა, შეიძლება მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდეს, რა გზას გადის წყალი, ვიდრე ჩვენს ონკანებამდე ...

Read More »
Menu Title