Tag Archives: #კომპანია

„ენკა” ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა” აცხადებს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ კომპანიის მფლობელები, შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. „კომპანია მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით. სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებდონენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ...

Read More »

რას წარმოადგენს “ნამახვანჰესის“ ინვესტორი ENKA და რა პროექტები აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

1957 წელს თურქეთში დაარსებული, სამოქალაქო ინჟინერიის კომპანია ENKA საქართველოში “ნამახვანჰესის“ სახით მეორე პროექტს ახორციელებს. 2014-2019 წლებში ამერიკულ პარტნიორ კომპანიასთან, Bechtel-თან ერთად British Petroleum-ის კონტრაქტორი იყო და სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტში იღებდა მონაწილეობას. რა არის ცნობილი თურქული კომპანიის შესახებ, რომლიც გარშემოც დღეს ყველასთვის ცნობილი სკანდალური პროცესები მიმდინარეობს? ENKA ახორციელებს სამშენებლო და საინჟინრო მომსახურებას შვილობილი კომპანიების მეშვეობით, დაახლოებით 30 ქვეყანაში. ...

Read More »

„ბახვი 1“ ჰესის ინვესტორი კომპანია კვლევებში უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს

კომპანიამ „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“, რომელიც ბახმაროში მდინარე ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ბახვი 1“ ჰესის აშენებას აპირებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს სკოპინგის ანგარიში გააცნო. ადგილობრივმა განაცხადეს, რომ ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში ჰესის მშენებლობისთვის მომზადებული და გარემოს დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი სკოპინგის ანგარიში დაუსაბუთებელია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი არ არის გაცემული, რაზეც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ პროცესში უცხოელი ექსპერტების ...

Read More »

OMV PETROM-ი საქართველოს წყლებში ნავთობისა და გაზის საძიებო ლიცენზიაში $1.6 მლნ-ს გადაიხდის

ავსტრიულ-რუმინული კომპანია OMV Petrom-ი შავ ზღვაზე, საქართველოს წყლებში არსებულ მეორე სალიცენზიო ბლოკზე ლიცენზიისთვის 1.6 მლნ დოლარს გადაიხდის. წილობრივი განაწილების ხელშეკრულება აღმოსავლეთ ევროპულ კომპანიასთან 25 წლის ვადით, 5 წლიანი გაგრძელების უფლებით გაფორმდება. კომპანიამ პირველი ერთი წელი გარემოზე ზემოქმედების შესწავლას და ანგარიშის მომზადებას უნდა დაუთმოს,  კიდევ მაქსიმუმ 6 წელი კი, ნავთობისა და გაზის ძებნის და ბურღვითი სამუშაოების ფაზაა. რა მოცულობის გაზი ან ნავთობი შეიძლება ...

Read More »