Tag Archives: #კრიპტოვალუტა

ბიტკოინის შემდეგ ეთერიუმმაც დაამყარა ახალი რეკორდი

CoinDesk-ის მონაცემებით, ეთერიუმის ფასმა  4,400 აშშ დოლარს მიაღწია. ციფრულმა აქტივის ფასმა 4,8%-მდე მოიმატა და $4,459-ს მიაღწია, რაც მაისის $4,379-იან რეკორდს აჭარბებს. მონეტა ნიუ იორკში 14:41 საათისთვის დაახლოებით $4,387-ით ივაჭრებოდა. გაიზარდა სხვა მონეტების, მათ შორის Binance Coin-ის და Solana-ს ფასიც. CoinGecko.com-ის მონაცემებით, ეთერიუმის საბაზრო ღირებულება ახლა $520 მილიარდს აჭარბებს. ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ...

Read More »

Shiba Inu-ს კრიპტოვალუტა ახალ რეკორდს აამყარებს

Robinhood-ის პლატფორმაზე Shiba Inu-ს დამატების შესახებ შექმნილი ხმაური კრიპტოვალუტის რეკორდულ მაჩვენებლამდე კიდევ ერთხელ ზრდას უწყობს ხელს. მონეტა ბოლო 24 საათის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა. ამჟამად ის მე-11 უმსხვილესი კრიპტოვალუტაა, რომლის საბაზრო ღირებულება $24 მილიარდს აღწევს. Change.org-ზე პეტიციას, რომლითაც Robinhood-ს სთხოვენ, Shiba Inu-ს “მიმ კრიპტოვალუტა” პლატფორმაზე განათავსოს, ახლა 326 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. Robinhood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლად ტენევმა განაცხადა, რომ ის “ფრთხილად” ...

Read More »

მასკმა Shiba Inu-ს რეკორდი უკან დახია

ილონ მასკი Shiba Inu-ს უმსხვილესი კრიპტოვალუტების რიგებში მოხვედრაში დაეხმარა. ახლა, როცა მასკი აცხადებს, რომ Shiba Inu-ს არ ფლობს, კრიპტოვალუტის ღირებულება ისევ იკლებს. “შიბა ინუს” კრიპტოვალუტის ღირებულება წინა დღეების განმავლობაში 50%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Bloomberg წერდა. გამოცემის ცნობით, “შიბა ინუ” მსოფლიოში მე-11 უმსხვილესი კრიპტოვალუტა გახდა. მონეტის ღირებულებამ გასულ წელს 40,500,000%-ზე მეტით მოიმატა.

Read More »

კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია $2.7 ტრილიონს აჭარბებს

ბიტკოინის რეკორდულ ზრდასთან ერთად კრიპტოვალუტების საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ ყველა დროის პიკს – $2,7 ტრილიონს მიაღწია. CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების ბაზარი მაისის მაჩვენებლის შემდეგ $200 მილიარდით გაიზარდა. სექტორი ახლა თითქმის 10 000 მონეტას მოიცავს. აღმასვლა გვიჩვენებს, თუ როგორ ვრცელდება კრიპტოვალუტებზე ფსონები  ბიტკოინის მიღმა, იმ ენთუზიაზმის ფონზე, რომ ციფრული აქტივების მიმართ მიმღებლობა იზრდება. განსაკუთრებით, აშშ-ში ბიტკოინთან დაკავშირებული პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდის დებიუტის შემდეგ. ეთერიუმი, ...

Read More »

ბიტკოინის ფასი მოულოდნელად 87%-ით შემცირდა

21 ოქტომბერს კრიპტოვალუტის უდიდეს ბირჟაზე Binance-ზე ბიტკოინის ღირებულება სისტემური შეცდომის გამო 87%-ით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იუწყება. კრიპტოვალუტის ღირებულება ამ მომენტში 8,2 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა, შეცდომა მალე გამოსწორდა და ბიტკოინის ფასი მაღალ ნიშნულს დაუბრუნდა. Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულებამ 63,300.17 აშშ დოლარს მიაღწია. ბიტკოინმა ახალ პიკს $67 000-ს ოთხშაბათს მიაღწია, სანამ $63,000-ზე ჩამოვიდოდა.

Read More »

“ბიტკოინის” ფასმა 2023 წლისთვის შეიძლება 100 ათას დოლარს მიაღწიოს

სავარაუდოდ, ბიტკოინის ღირებულება 2023 წლისთვის 100 000 დოლარამდე გაიზრდება. ამ პროგნოზის გაკეთების საშუალება იძლევა კრიპტოვალუტაზე ბოლოდროინდელი ფასების ზრდა დატრეიდერების ნდობის გაძლიერება მის მიმართ. ფინანსური კომპანიის – Fidelity Global, დირექტორის, იურიენ ტიმერის თქმით, ოქტომბერში ბიტკოინის ფასის ზრდა 31%-ით გაზრდა მიუთითებს მის “მდგრადობაზე” და იმაზე, რომ ის “არ არის ბუშტი, რომელიც გასკდება”. ტიმერი თავის პროგნოზებისას ეყრდნობა მიწოდებისა და მოთხოვნის საკუთარ მოდელს. მისი აზრით, ...

Read More »

მომავალი წლის ბოლოსათვის ბიტკოინი ლეგალური ვალუტა კიდევ 5 ქვეყანაში გახდება

კრიპტოვალუტების გადაცვლის პლატფორმა Bitmex-ის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით, მომდევნო წლის ბოლოსათვის ბიტკოინს ლეგალურ ვალუტად კიდევ 5 ქვეყანა აღიარებს. ამ გადაწყვეტილებას კი, მისი მოსაზრებით, მეტწილად განვითარებადი ქვეყნები მიიღებენ. ალექს ჰოპტნერმა საკუთარი თვალსაზრისის არგუმენტაციისათვის სამი ფაქტორი გამოყო. პირველი და უმთავრესი მიზეზი ფულადი გზავნილებია. მაგალითად, 2020 წელს ელ სალვადორის მთლიანი შიდა პროდუქტის 23%-ს ფულადი გზავნილები შეადგენდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების დაახლოებით 75% სწორედ ...

Read More »

კრიპტო მაინერები ჩინეთიდან ციმბირში ინაცვლებენ

ციმბირის რეგიონი აცხადებს, რომ ჩინეთიდან ბიტკოინის მაინერების შემოდინებამ შესაძლოა, ელექტროგადამცემი ქსელი გადატვირთოს. ციმბირი იაფი ელექტროენერგიითაა ცნობილი, ბიტკოინის მოპოვების პრობლემა კი მას შემდეგ შეიძლება დადგეს, რაც ჩინეთმა კრიპტო მაინინგი აკრძალა. ირკუტსკის რეგიონში, 2020 წელთან შედარებით, ენერგიის მოხმარება წელს 159%-ით გაიზარდა. გუბერნატორმა იგორ კობზევმა ამ პრობლემის გამო რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს მაინერებისთვის ელექტროენერგიის ფასის გაზრდისკენაც მოუწოდა. ირკუტსკი, რომელიც დიდწილად ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებულ ...

Read More »

5 წელიწადში აფხაზეთში კრიპტოვალუტის 66 857 მაინინგ-აპარატურა შევიდა

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განკარგულების შემდეგ, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგ აპარატურის იმპორტს კრძალავს, ფსოუს ე.წ. საბაჟო პუნქტზე 63 მოწყობილობა იქნა ამოღებული. ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ხეციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც აფხაზეთის ტელევიზია ავრცელებს. ხეციას თქმით, 2016 წლიდან დღემდე აფხაზეთში 66 857 მაინინგ მოწყობილობა შევიდა, ხოლო 27 124 ერთეული, ანუ დაახლოებით 40% გავიდა. ხეცია აღიარებს, რომ დე ფაქტო ...

Read More »

პირველად აპრილის შემდეგ ბიტკოინის ფასმა 60 ათას დოლარს გადააჭარბა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი მიმდინარე კვირას ზრდას განაგრძობს, გუშინდელი სავაჭრო სესიის განმავლობაში ამ ციფრული ვალუტის კურსმა პირველად 18 აპრილის შემდეგ 60 000 დოლარიანი ნიშნული გადალახა. Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 61,50 ათასი აშშ დოლარია. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულება 2.157 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

Read More »
Menu Title