Tag Archives: მარიამ ვალიშვილი

"ყულევის ქარხანაში წარმოებული ნავთობპროდუქტები საექსპორტო რესურსიც იქნება"

“ყულევის ქარხანაში წარმოებული ნავთობპროდუქტები საექსპორტო რესურსიც იქნება”

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რომელიც მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად 40 მგვტ.სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს. საწარმოს ინვესტორია შპს “ფაზის ოილი”. იგი წარმოადგენს შპს Socar Georgia Investments-ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი “ბიზნესკონტაქტთან” საუბრისას აცხადებს, რომ ...

Read More »
"ფრონტერამ" სახელმწიფოს გაზის რესურსების დამადასტურებელი კვლევა წარუდგინა

“ფრონტერამ” სახელმწიფოს გაზის რესურსების დამადასტურებელი კვლევა წარუდგინა

“ფრონტერას” განაცხადი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 5 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის რესურსის შესახებ არარეალურად ჟღერს, თუმცა როგორც ინვესტორი ამბობს, მათ ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები აქვთ. “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ” გასულ წელს ფრონტერას აღნიშნული საბადოდან მხოლოდ 23 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოპოვების ლიცენზია მისცა, დამატებითი მარაგების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, რაზეც ფრონტერამ მაშინ უარი განაცხადა. ...

Read More »
" შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა"

” შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა, რის გამოც საქართველო ამ დროისთვის ბუნებრივ აირის რუსეთიდან იღებს. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა შარშანაც იყო, როდესაც აფეთქების გამო სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე იყო გარკვეული პრობლემები. „ ასე იყო შარშან ზაფხულში, როდესაც აფეთქების გამო სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე იყო გარკვეული პრობლემები. შაჰ-დენიზი რთული გეოლოგიური პირობების მქონე საბადოა, არის ხოლმე შეფარხებები. შეფერხების შესახებ შეტყობინება ...

Read More »
მარიამ ვალიშვილი - "გაზპრომთან" შეხვედრა კვლავ შედგება

მარიამ ვალიშვილი – “გაზპრომთან” შეხვედრა კვლავ შედგება

სანამ არ იქნება შეთანხმება, “გაზპრომთან” შეხვედრები იქამდე გაგრძელდება,  – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრა კვლავ შედგება, რადგან წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები შეეხება სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ფორმას და რაოდენობას. “ჩვენ, პრინციპულად წინააღმდეგი არ ვართ თანხობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის, მაგრამ გააჩნია რამდენი იქნება ეს თანხა”, – განაცხადა ვალიშვილმა. რაც შეეხება აზერბაიჯანთან მიმდინარე ...

Read More »
ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი

ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა “INOGATE”-ის ფარგლებში ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში  იანოშ ჰერმანმა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უფროსმა იანეს კოპაჩმა. დიალოგში ასევე, მონაწილეობენ პროგრამა “INOGATE”-ის ექსპერტები, ენერგეტიკული კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, პროგრამა “INOGATE”-ისა და ...

Read More »
"საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს"

“საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღარ გეგმავს დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად. როგორც მინისტრის მოადგილემ 11 თებერვალს, თბილისში, “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე განმარტა, ენგურჰესზე შესაძლო შეზღუდვების შესახებ, აფხაზეთს ერთი წლის განმავლობაში აფრთხილებდნენ. “ენგურჰესზე დღეს არსებობს შეზღუდვები. ერთი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ასე იქნებოდა და ჩვენ აღარ განვახორციელებდით იმპორტს რუსეთისგან აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ...

Read More »
გაზპრომის შემოსვლით ბაზარზე სამართლიან ფასს მივიღებთ

გაზპრომის შემოსვლით ბაზარზე სამართლიან ფასს მივიღებთ

ტრანზიტის საფასურის მონეტიზაცია ბევრ ქვეყანაში მუშაობს, – აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა გადაცემაში “ბიზნესკონტაქტი” განაცხადა. ვალიშვილი ამბობს, რომ ქართულ მხარეს მონეტიზაციის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მისი თქმით ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველომ იგივე სარგებელი მიიღოს, რასაც აქამდე იღებდა. “მონეტიზაციას, როგორც სქემაზე, მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, აქ საკითხია ჩვენ მივიღეთ იგივე სარგებელს ფულად გამოხატულებაში თუ არა. მთავარია ის, რომ ...

Read More »
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2016 წლის სექტემბრამდე გაწევრიანდება

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2016 წლის სექტემბრამდე გაწევრიანდება

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2016 წლის სექტემბრამდე გაწევრიანდება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განაცხადა. „გაერთიანებაში მოლაპარაკებების წარმართვა მნიშვნელოვანი საკითხია. ამას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომელიც ჩემთვის საკმაოდ მაღალი დონის დოკუმენტია. ხელშეკრულებაში გვაქვს ოფცია წევრობის თვალსაზრისით 2016 წლის სექტემბრისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოლაპარაკებების დასრულება სწორედ ოფიციალურად დადგენილი ბოლო ვადის ფარგლებში განხორციელდეს. პროცესში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. კონსტრუქციული პოზიციები ორივე მხარის ...

Read More »
რამდენად საკმარისია აზერბაიჯანული გაზი საქართველოსთვის?

რამდენად საკმარისია აზერბაიჯანული გაზი საქართველოსთვის?

საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი SOCAR Georgia-ს გენერალურ დირექტორ მაჰირ მამედოვს პასუხობს. როგორც ვალიშვილი აცხადებს, ხელშეკრულება SOCAR-თან მოსახლეობის დაკმაყოფილების მიზნით არის გაფორმებული, შესაბამისად, SOCAR-ს აქვს ვალდებულება გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში მოსახლეობისთვის გაზმომარაგება სრულად უზრუნველყოს. რაც შეეხება კომერციულ გაზს, ვალიშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ბაზარია და ვისაც აქვს იმის რესურსი, რომ მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს და თან სათანადო ფასი შესთავაზოს, კომერციულ მომხმარებელს ექნება ...

Read More »
ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსპლუატაცია 2018 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს

ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ექსპლუატაცია 2018 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს

საქართველოს მთავრობა ფოთის პორტში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით კვლავ დაინტერესებულია. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ვალიშვილის შეფასებით, ქარხნის მშენებლობა საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. „ამ ეტაპზე კონკურსში გამარჯვებული არ გვყავს. მიღებული წინადადებების განსახილველად დამატებითი ინფორმაცია გამოვითხოვეთ“, – განაცხადა ვალიშვილმა და იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილება კონკურსის მეორედ გამოცხადების შესახებ ჯერჯერობით არ მიღებულა. საქართველოს ენერგეტიკის ...

Read More »
Menu Title