UNICEF-ის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

“ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და გამოყენება” - ახალი ნაშრომი ნავთობისა და გაზის საკითხებზე

“ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველოსთვის უდიდესი ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“ - სალომე ჯანელიძე

"ენგური ატრაქცია" სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც ვიზიტორებისთვის ასევე ინვესტორებისთვის" - ნიკა ანთიძე

კომპანია "ფერი" ენერგეტიკულ პროექტებს მხარდაჭერის მექანიზმების გარეშე განახორციელებს

ელექტროენერგია
"ენერგეტიკის განვითარების ფონდმა", Masdar-მა და ერთობლივმა საწარმომ საპარტნიორო შეთანხმება გააფორმეს

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აბუ-დაბიში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია Masdar-ის მიერ ორგანიზებულ მწვანე წყალბადის სამიტსა და წყლის რესურსების განვითარების, მზის, სუფთა ენერგიისა და მწვანე ენერგეტიკის დაფინანსების შესაძლებლობების პანელურ დისკუსიებს დაესწრო."ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ცნობით, ჯაბა ხმალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია Masdar-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან, სადაც მხარეებმა განიხილეს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და Masdar-ის ერთობლივი პროექტის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ არსებული სტატუსი და დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები, ამასთან, ხელი მოეწერა საპარტნიორო შეთანხმებას ფონდს, Masdar-სა და დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს შორის.ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, მინისტერიალთა მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. World Future Energy Summit -ის ფარგლებში მიმდინარეობდა გამოფენა, სადაც 400-ზე მეტმა მსოფლიოს წამყვანმა ენერგეტიკულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებას 30 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ კომპანია Masdar-თან ერთად ახორციელებს 96 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას. აღნიშნული პროექტის განხორციელება შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ამასთან, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას.

შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, ამჯერად კომპანიამ ქალაქ ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, მოისმინეს ლექცია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც სსე ახორციელებს, ჩაუტარდათ პრეზენტაცია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების შესაძლებლობების შესახებ.სსე-ს ცნობით, უფროსკლასელები ასევე ეწვივნენ ქვესადგურს „ნავთლუღი 220“, გაეცნენ ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად ქვესადგურების ფუნქციონირების სპეციფიკას, ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ახალი თაობისთვის ინფორმაციის მიწოდებას სსე ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს.შემეცნებითი ტურები კომპანიაში მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

“ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით შევუწყობთ ხელს განახლებადი წყაროების ენერგოპროექტებს“

მზად ვართ, განვიხილოთ სხვა მხარდამჭერი მექანიზმებიც, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომელიც „თიბისი კაპიტალის“ კვლევის „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები" პრეზენტაციას დაესწრო.„ენერგეტიკის მხარდაჭერაზე ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს კერძო სექტორთან. ბოლო დღეებშის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები კერძო სექტორთან შევაჯერეთ, რათა უფრო ქმედითი იყოს ჩვენი მხარდაჭერა და რეალურად განხორციელებული პროექტები მივიღოთ დროში უფრო სწრაფად. ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, ვაცნობთ სახელმწიფო ხედვას და ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართ. ინვესტორებისთვის ეს მნიშვნელოვანი მესიჯია.დღესაც, „თიბისი კაპიტალთან“ ერთად გვექნება მსჯელობა დაფინანსების წყაროებზე, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ, პროექტები გადავიყვანოთ განხორციელების ეტაპზე. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მექანიზმი ფასის კუთხით, არის ძალიან ქმედითი, თუმცა ჩვენ ბიზნეს ასოციაციასთან საუბრისას განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, განვიხილოთ სხვა მხარდამჭერი მექანიზმებიც, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. ამიტომ, აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, საფინანსო სექტორთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. „თიბისი კაპიტალი“ და „თიბისი ბანკი“ ზოგადად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამფინანსებელი ენერგეტიკის სფეროში და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობით ვფიქრობთ, ბანკებთან ერთად შევუწყობთ ხელს განახლებადი წყაროების ენერგოპროექტებს“ - აღნიშნა ლევან დავიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ელექტროენერგიის მოხმარების გრძელვადიანი ტენდენცია მზარდია - "თიბისი კაპიტალი"

2015-2023 წლის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ჯამურად 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ელექტროენერგიის ჯამური დადგმული  სიმძლავრე 549 მგვტ-ით გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰიდროენერგიის მაქსიმალური პოტენციალის 47%, ქარის ენერგიის - 2%, მზის ენერგიის კი 0% აქვს ათვისებული.ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ახალ პუბლიკაციაში „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები".ანგარიშში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების გრძელვადიანი ტენდენცია მზარდია. 2023 წელს მოხმარება, ძირითადად, მსხვილი კონტრაქტორების ხარჯზე შემცირდა, რაც ეპიზოდურ მოვლენას წარმოადგენს."სექტორებში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მეტალურგია მოიხმარს. 2023 წელს მეტალურგიის შემდეგ, ყველაზე მეტი ელექტროენერგია წარმოების სექტორმა, კრიპტოინდუსტრიამ, წყალმომარაგებამ და სატრანსპორტო ინდუსტრიამ მოიხმარეს. თუმცა მეტალურგიასა და კრიპტოინდუსტრიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ, 2022-2023 წლებში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იკლო. მეტალურგიის სექტორში კლება, რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებით და გლობალურად ფასების კლებით აიხსნება. კრიპტოინდუსტრიაში მოხმარების შემცირება კი, მსხვილი კომპანიების ქართული ბაზრიდან გასვლითაა გამოწვეული. დღეისთვის, ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4,600 მეგავატს შეადგენს. 2017 წლიდან, გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის ტარიფებზე - PPA-ზე მორატორიუმის გამოცხადების შედეგად, დარგში ინვესტირება შენელდა. ახალი მხარდამჭერი მექანიზმი კი დარგის გააქტიურებას გამოიწვევს.2023 წელს ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 74% ჰიდროსადგურებმა, 26% - თბოსადგურებმა, 4.6% კი ქარის სადგურებმა გამოიმუშავეს. 2015-2023 წლებში, ჰიდროგენერაცია 28%-ით, თბოგენერაცია კი 42%-ით გაიზარდა. ზრდებს შორის სხვაობა განახლებადი რესურსების დამატებით საჭიროებაზე მიანიშნებს" - აცხადებს "თიბისი კაპიტალი".

სხვა სიახლეები