Tag Archives: #ნავთობი

აზერბაიჯანი ბელორუსს ნავთობით უკრაინის გავლით მოამარაგებს

2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება ბელორუსში უკრაინის გავლით 880 ათასი ტონას შეადგენს. ამის შესახებ „ნაფტოგაზის“ ნავთობის განყოფილების უფროსმა და სს „უკრტრანსნაფტას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი გავრილენკომ განაცხადეს. ”ზოგადად, 2020 წლის ბოლოსთვის, აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება Yuzhny MNT – დან ბელორუსის მიმართულებით უკრაინის გავლით 880,000 ტონას შეადგენს, მათ შორის ექსპორტის რეჟიმში 80,000 ტონა”, – თქვა მან. “უკრტრანსნაფტას” და შპს “BNK UK” – ს ...

Read More »

ნავთობი ძველ პოზიციებს ვეღარ იბრუნებს

გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ელექტომობილების ბაზრის მიუხედავად, 2020 წლის მიწურულს მსოფლიო კვლავ ნავთობზე დამოკიდებული რჩება. მის ფასს ჩვეულებრივ მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს, თავად მოთხოვნა-მიწოდებაზე კი პოლიტიკა ახდენს მნიშვნელოვან, ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტ გავლენას. ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი  $100-ს ბოლოს 2014 წელს ჩამოსცდა. იმავე ტრენდს გაჰყვა ამერიკული მსუბუქი ნავთობიც, რომელიც 2020 წელს მინუსშიც კი გავიდა. 2016 წლის ვარდნის შემდეგ, როდესაც შავი ოქროს საშუალო წლიურმა ...

Read More »

ნავთობის გიგანტები მილიარდობით ზარალს განიცდიან

კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) ახალი პანდემიის ფონზე, მსოფლიოს 14 უმსხვილესი ნავთობკომპანიის მთლიანი შემოსავლები 2020 წლის მესამე კვარტალში 36 პროცენტით  შემცირდა  (დაახლოებით 150 მილიარდი დოლარით) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 271,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების გამო ეკონომიკური აქტივობის შესუსტებამ  მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობის მოხმარება მსოფლიოში. გლობალური ნავთობის მოთხოვნის შემცირებამ ფასები აპრილში 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე მიიყვანა. 1 ბარელი ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: დეკემბრის თვის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,11  ევროს/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და პორტუგალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,67 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,75  ევროს, დიზელის ...

Read More »

საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

2019 წლის განმავლობაში საქართველომ 35.1 ათასი ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვა, რაც 2018 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. შედარებისთვის საქართველოში მოპოვებული ნავთობის რაოდენობა იმაზე 40-ჯერ მცირეა, ვიდრე ქვეყანა მას გადამუშავებული სახით, იმპორტით ყიდულობს. ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანახმად, ქვეყანაში ნავთობის მოპოვების საქმიანობას ახორციელებს 6 ინვესტორი კომპანია: ,, ნინოწმინდის ნავთობკომპანია“; ,,შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი (ჯორჯია) ლიმიტედი“; ...

Read More »

საწვავი 4-5 თეთრით გაძვირდა

ბოლო 2-3 კვირის პერიოდში საქართველოში რიგ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა. ზოგიერთი ტიპის საწვავზე ფასი 4-5 თეთრით არის გაზრდილი. დღეის მდგომარეობით ცალკეულ სადგურებში ღირებულება ასეთია: „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.39 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.29 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.19; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.49 ლარია. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი ...

Read More »

აშშ-მა ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემირატოებისა და ვიეტნამის კომპანიებს სანქციები დააკისრა

აშშ-მა სანქციები დააკისრა ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემირატოებისა და ვიეტნამის რიგ კომპანიებს ირანთან სანავთობო სფეროში თანამშრომლობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო. სანქციის სიაში მოხვდა ასევე ერთი ვიეტნამელი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ვიეტნამურ კორპორაციასთან.გარდა ამისა, აშშ-მა სანქცია დააკისრა არაბეთის გაერთიანებული საემირატოების ორ კომპანიას ირანში ნავთობისა და გაზის მოპოვების მხარდაჭერის გამო, ორ ჩინურ კომპანიასა და ვიეტნამური კორპორაციას. ...

Read More »

აშშ-ს ნავთობის მარაგები შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,117 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 443 მლნ ბარელი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბენზინის მარაგები გაიზარდა 5,664 მლნ ბარელით და შეადგინა 226,546 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,370 მლნ ბარელით და შეადგინა 128,076 მლნ ბარელი. აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 127 ათასი ბარელით ...

Read More »

მსოფლიო ბანკი 2021 წელს ნავთობის ფასის 44 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს 2021 წელს ნავთობის ფასის ზრდას 44 დოლარამდე ბარელზე და 2020 წელს – 50 დოლარამდე/ბარელზე. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. “2021 წელს ნავთობის ფასი გაიზრდება 44 დოლარამდე/ბარელზე და 2022 წელს – 50 დოლარამდე ბარელზე 2020 წლის საპროგნოზო ფასთან შედარებით, რომელიც შეადგენს 41 დოლარს/ბარელზე”, – ნათქვამია ანგარიშში. ბანკის ექსპერტთა აზრით, ფასის პროგნოზისათვის ძირითად რისკებს წარმოადგენს მომავალში პანდემიის ...

Read More »

ენერგომატარებლებზე მოთხოვნა არასტაბილური რჩება

ოპეკის პრეზიდენტმა მოუწოდა არ იჩქარონ ნავთობის მოპოვების გაზრდა. “ოპეკის ქვეყნები მომავალი წლიდან არ უნდა ჩქარობდნენ ნავთობის მოპოვების გაზრდას, როდესაც ენერგომატარებლებზე მოთხოვნა არასტაბილური რჩება.” ამის შესახებ განაცხადა ოპეკის პრეზიდენტმა და ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელმაჯიდ ატარმა. “მიუხედავად დადებითი ნიშნებისა და ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხელსაყრელი სცენარის მიხედვით, აპრილის თვეში ჩვენ შევძლებთ 2 მილიონი ბარელის მოპოვებას დღე/ღამეში. ...

Read More »
Menu Title