Tag Archives: #ნავთობი

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,04 მლნ ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  5.04 მილიონი  ბარელით  გაიზარდა და  467.62  მლნ ბარელი შეადგინა. ბენზინის მარაგები შემცირდა  1.38  მილიონი ბარელით  და  218.33 მლნ ბარელი შეადგინა. დისტილატების მარაგები    80 ათასი   ბარელით გაიზარდა  და 106.23  მლნ ბარელი შეადგინა . ნავთობის მოპოვება აშშ-ში  გაიზარდა 100 ათასი ბარელით/დღეში და შეადგინა 12,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. 

Read More »

ნავთობის ფასი $80 ნიშნულს ჩამოსცდა

2023 წლის 13 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.11 (-0.28)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.43 (79.43)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ჯეიჰანის პორტში აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება აღდგა

თურქეთის ჯეიჰანის ტერმინალზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად ტანკერებში ჩატვირთვა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას BP Azerbaijan ავრცელებს, რომელიც აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის საბადოების განვითარების ოპერატორია, საიდანაც ნავთობი ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე ჯეიჰანის პორტს მიეწოდება. სააგენტო Report გასულ კვირას წერდა, რომ ჯეიჰანიდან ნავთობის ჩატვირთვები ბთჯ-ის მილსადენის თურქული მონაკვეთისა და ჯეიჰანის ტერმინალის ოპერატორმა კომპანია Botas International Limited-მა (BIL) მიწისძვრის შემდეგ შეაჩერა. მიზეზად ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობი მსოფლიო ბაზრებზე კიდევ ერთი კვირა ვერ მოხვდება

ამ კვირის დასაწყისში თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ჯეიჰანის პორტიდან აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალია ტერმინალზე, სადაც აზერბაიჯანული ნავთობი ტანკერებზე იგზავნება. ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ კონკრეტულად რა პრობლემა შეექმნა, თუმცა, Bloomberg-ის ბოლო ინფორმაციით, ტერმინალის საკონტროლო ნაწილი დაზიანდა. ტერმინალის დაზიანების წინასწარი შეფასების შედეგების გაცნობის შემდეგ, Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ აზერბაიჯანული ...

Read More »

რუსეთი სანქციებზე საპასუხოდ ნავთობის წარმოებას დღეში 500,000 ბარელით ამცირებს

რუსეთი მარტში, ნავთობის მოპოვების დღეში 500 ათასი ბარელით შემცირებას გეგმავს. ეს დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინში აგრესიის გამო, რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაზე პასუხია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა 10 თებერვალს განუცხადა. “დღეს ჩვენ სრულად ვყიდით წარმოებული ნავთობის მთელ მოცულობას, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნავთობს არ მივყიდით მათ, ვინც პირდაპირ ან ირიბად იცავს “ფასის ჭერის” პრინციპებს”, – ციტირებენ რუსული საინფორმაციო ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

2023 წლის 10 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.30 (+1.80)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.66  (+1.65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ-მა ირანის ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ 9 კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ 9 კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ხაზინის პრესრელიზში. „დღეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დააწესა სანქციები 9 სუბიექტის მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აზიაში ასობით მილიონი დოლარის მოცულობის ირანული ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოებაში, გაყიდვასა და მიწოდებაში“, – ნათქვამია განცხადებაში. შეზღუდვების ქვეშ მოექცა 6 ირანული კომპანია, მათ შორის ირანის პოლიეთილენის ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

ჯეიჰანიდან აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ამ დრომდე ვერ ხერხდება

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ჯეიჰანის პორტიდან აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტს უამინდობაც აფერხებს, ვინაიდან ამ პირობებში შეუძლებელია ტერმინალის წყალქვეშა მონაკვეთის მდგომარეობის შემოწმება. კომპანია British Petroleum–ში (BP) განაცხადეს, რომ აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის განახლების ვადები ჯერ არ არის დადგენილი. ჯეიჰანის პორტში შექმნილი ვითარების გამო კომპანიამ ხუთშაბათს, 9 თებერვალს, ფორს–მაჟორი გამოაცხადა. ინფორმირებული წყაროები ანონიმურობის პირობით აცხადებენ, რომ ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ტერმინალის გაშვება შეიძლება დაგეგმილზე ...

Read More »

TotalEnergies-მა 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ენერგიის ფასების მკვეთრად გაზრდის შედეგად, 2022 წელს ფრანგული TotalEnergies-ის მოგება, კონკურენტების მსგავსად, რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ნავთობგიგანტის მოგება 2021 წელთან შედარებით გაორმაგდა და რეკორდულ $36.2 მილიარდს მიაღწია. 2022 წლის მეოთხე კვარტალში TotalEnergies-ის წმინდა მოგება $7.6 მილიარდს გაუტოლდა. მიუხედავად ამისა, დეკემბერში კომპანიამ $4.1 მილიარდი იზარალა მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ რუსული ბუნებრივი აირის გიგანტ Novatek-ის დატოვების ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2023 წლის 9 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.09 (+   1.40)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.47   (+   1.33)  დოლარი/ბარელზე.

Read More »