Tag Archives: #ნავთობი

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $78-ს გადააჭარბა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,86 აშშ დოლარით (1,11%) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 78,35 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროსუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, 2021 წლის   6 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.53  (-  1,64 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,37 (- 1,79)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

“OPEC +”-მა შეხვედრის გადადება გადაწყვიტა

“OPEC +”-ის ალიანსმა გააუქმა შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო ორშაბათს, 5 ივლისს და ჯერ არ გადაუწყვეტია მოლაპარაკებების ახალი თარიღი. ორგანიზაციის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”კონსულტაციების შემდეგ პრინც აბდელ აზიზ ბენ სალმანთან, საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის მინისტრთან და რუსეთის ვიცე-პრემიერთან ალექსანდრე ნოვაკთან, ოპეკისა და ოპეკში არშემავალი ქვეყნების მინისტრთა მე–18 სხდომა გაუქმდა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ოპეკმა ასევე დააზუსტა, რომ შემდეგი ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

მიმიდინარე წლის პირველ ნახევარში ჯეიჰანის პორტიდან 99 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გავიდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში BOTAS International Limited-მა (BIL), რომელიც ოპერირებას უწევს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს თურქეთში, ჯეიჰანის ტერმინალიდან 99.096 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაიტანა. კომპანიის ცნობით, ნედლი ნავთობის აღნიშნული მოცულობა 137 ტანკერზე დატვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გაიგზავნა. ჯამში, ამ დროისთვის, პორტიდან  3,7 მილიარდ 670 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი იქნა განთავსებული 4,796 ტანკერზე. თურქეთში BTC-ის ოპერირებისთვის ავტორიზაცია BIL–მა 2001 წელს მოიპოვა. BTC–დან ...

Read More »

OPEC+-ის შეხვედრის გაუქმების შემდეგ, ნავთობი ფასი 2%-ით გაიზარდა

ორშაბათს OPEC +-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გაუქმების შემდეგ, ნავთობის მსოფლიო ფასები 2%-ით გაიზარდა. თბილისის დროით 8:32 საათისთვის, სექტემბრის ფიუჩერსების ფასი Brent-ის ტიპის ჩრდილოეთის ზღვის  ნავთობის ნაზავზე 0.44%-ით, ანუ, 77.5 აშშ დოლარით გაიზარდა, WTI–ს ტიპის ნავთობის გვისტოს ფიუჩერსებისა კი – 2.05%-ით, ანუ, ერთ ბარელზე დაახლოებით 76.71 აშშ დოლარამდე. მედიის ცნობით, OPEC+-ის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაუქმდა საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ...

Read More »

აშშ ოპეკს ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ადმინისტრაცია ეკონტაქტება ოპეკის ქვეყნებს, რათა მიაღწიონ კომპრომისს ნავთობის მოპოვების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით. თეთრი სახლის წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მიუხედავად იმისა, რომ აშშ არ მონაწილეობს მოლაპარაკებებში, ვაშინგტონი “ყურადღებით აკვირდება “OPEC +”-ის განხილვებს და მათ გავლენას გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენაზე COVID-19 პანდემიისგან”. ”აშშ-ს ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები ურთიერთქმედებენ თავიანთ დედაქალაქებთან და მოუწოდებენ კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც ხელს შეუწყობს მოპოვების შეთავაზებულ ზრდას”, – ...

Read More »

რუსეთმა მ/წლის I ნახევარში 10,4%-ით შეამცირა ნავთობის ექსპორტი

2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში რუსული ნავთობის ექსპორტი 10.4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110.282 მილიონ ტონამდე, ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. რუსეთი მონაწილეობს “OPEC +”-ის შეთანხმებაში ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მცირდება სხვა ქვეყნებში მიწოდებებიც. ამავდროულად, ივნისის თვეში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 3.5%-ით  18,868 მილიონ ტონამდე. იანვარ-ივნისის თვეებში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა 5,8%-ით 9,119 მილიონ ტონამდე. ივნისში ...

Read More »

SOCAR: კასპიის ზღვაში აფეთქება ტალახის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მოხდა

SOCAR-ის განმარტებით, კასპიის ზღვაში, 4 ივლისს დაფიქსირებული აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) რომელიმე ინდუსტრიული ობიექტი არ დაზიანებულა. “კომპანიის ყველა ოფშორული პლატფორმა და სამრეწველო ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, – ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში. ამასთან, SOCAR-მა ინციდენტის ადგილას საკუთარი თანამშრომლები გაგზავნა, რათა გამოეკვლიათ ხანძრის გაჩენის მიზეზი. SOCAR-ის განმარტებით, კუნძულ დაშლიზე, რომელიც კასპიის ზღვაში, სოფელ ალატსა და ქალაქ ნეფთალას შორის მდებარეობს, ტალახის ვულკანიდან აირების ბუნებრივი წვა დაფიქსირდა. ცნობისთვის, კასპიის ზღვაში ძლიერი ...

Read More »

“OPEC +” დღეს განაგრძობს მოლაპარაკებებს

“OPEC +”- ის შეხვედრა 2 ივლისს დასრულდა. “OPEC +”-ის მინისტრების მოლაპარაკებები აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების ოდენობასთან დაკავშირებით გადაიდო დღეისთვის, ოპეკის სამდივნოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირი”. მედიის ცნობით, ყველა ქვეყანა მხარს უჭერს აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების გაზრდას, გარდა არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა, რომელიც დაჟინებით მოითხოვს შეიცვალოს მოპოვების საბაზისო დონე მისთვის მისი 3.168-დან 3.8 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში გაზრდის გზით. “OPEC +”-ის მინისტრთა მონიტორინგი, ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით,  2021 წლის   2 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.17 (+ 0.33) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,16 (+ – 0.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
Menu Title