Tag Archives: #ნავთობკომპანიები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 6%-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 6,81 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 105,97 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 2 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.30 (+0.27)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.24 (+0.35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ტოპ 5 იმპორტიორი კომპანიიდან ორი ნავთობკომპანიაა

ივნისის ტოპ იმპორტიორ კომპანიებში ,,პსპ ფარმას’’ კომპნაია ,,ალტა’’ ანაცვლებს, ხოლო ,,სოკარს’’ კომპანია ,,გალფი’’ (სან პეტროლიუმ ჯორჯია). შესაბამისად, 2022 წლის ივნისის ტოპ 5 იმპორტიორი კომპანია ასე გამოიყურება: Caucasian Metals Tereminal; ალტა; კავკასიის ავტოიმპორტი; რომპეტროლ საქართველო; სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი); 2021 წლის ივნისში კი ხუთეული ასე გამოიყურებოდა: Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; პსპ ფარმა; რომპეტროლ საქართველო; სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი.  შეგახსენებთ ივნისში საქართველოში ...

Read More »

საუდის არაბეთის მიერ ივლისის თვეში ნავთობის ექსპორტმა ბოლო 2 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

საუდის არაბეთიდან ნავთობის ექსპორტმა ივლისის თვეში მიაღწია 7,5 მილიონ ბარელს/დღეში , რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის აპრილის თვიდან, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ზე დაყრდნობით “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს. ივნისის თვეში სამეფომ განახორციელა 6,6 მილიონი ბარელის ექსპორტი დღეში. ამრიგად, საუდის არაბეთის საექსპორტო მიწოდება გაიზარდა 13,6%-ით. სააგენტოს მონაცემებით, ნავთობის მიწოდება საუდის არაბეთიდან ჩინეთში, რომელიც ძირითადი დანიშნულების ადგილია, ივლისში გაიზარდა საშუალოდ 1.65 მილიონ ბარელამდე/დღეში. ...

Read More »

რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობს? | რეიტინგი

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიო მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. მიწოდების შეზღუდვისა და რისკების ზრდის ფონზე, მიმდინარე წელს ნავთობის ფასები თითქმის 40%-ით გაიზარდა, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ზეწოლა კი სულ უფრო მეტად იზრდება. ნავთობის უმსხვილეს მომპოვებლებს შორის პირველ ადგილს აშშ იკავებს, რომელიც ყოველდღიურად 16.6 მილიონ ბარელს აწარმოებს; 11 მილიონი ბარელით მეორე ადგილზე საუდის არაბეთია; ხოლო მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,82 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 112,78 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი 5 დოლარით შემცირდა

2022 წლის  1 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.88 (-4.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 93.25  ( -5.21)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის დაზღვევის სრულად აკრძალვა დროებით გადადეს

დიდმა ბრიტანეთმა უფლება მისცა ბრიტანულ კომპანიებს, დააზღვიონ ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი მესამე ქვეყნებში გადააქვთ, სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვა ევროკავშირმაც. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება გლობალური ენერგეტიკული კრიზისის წარმოქმნის საფრთხის გამო მიიღეს. შეგახსენებთ, ლონდონმა და ბრიუსელმა ჯერ კიდევ მაისში მოილაპარაკეს, რომ სრულად აკრძალავდნენ საზღვაო გზით გადაზიდული რუსული ნავთობის დაზღვევას. ბრიტანეთმა ამ აკრძალვის ამოქმედება ...

Read More »

რუსეთი Sakhalin-2-ის გაზის მყიდველებს გადახდას რუსული ბანკის მეშვეობით სთხოვს

რუსეთი სთხოვს Sakhalin-2-ის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მომხმარებლებს, გადახდები რუსული ბანკის მეშვეობით განახორციელონ. ეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულების ნაწილია პროექტისთვის ახალი კომპანიის შექმნის შესახებ. პროექტის ოპერატორმა Sakhalin Energy Investment Company-მ აცნობა LNG მყიდველებს ხელშეკრულებებში საჭირო ცვლილებების შესახებ. კონტრაქტების პირობები – ვალუტა, მოცულობა, ფასები და მიწოდების ადგილები – უცვლელი დარჩება. ცვლილებებმა შეიძლება შეაფერხოს სასიცოცხლო მნიშვნელობის საწვავის მიწოდება, როცა მსოფლიო იბრძვის საწვავის ...

Read More »

The Independent – ბრიტანული გემები რუსეთს ნავთობის მიწოდებაში ეხმარებიან

მიუხედავად მოსკოვის მიმართ დაწესებული დასავლეთის სანქციებისა, ბრიტანული ხომალდები რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობენ. ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს. გამოცემის თანახმად, ბრიტანულმა გემებმა მაისში მინიმუმ ორჯერ დატოვეს ნავსადგურები, რათა დახმარებოდნენ რუსული ნავთობის გადატანას ერთი ტანკერიდან მეორეზე. მათ სპარსეთის ყურესა და სინგაპურში 165 ათასი ტონა მთლიანი მოცულობის ნავთობი გადაიტანეს, აღნიშნავს გაზეთი. აღნიშნულია, რომ ეს მარაგი არის საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც დაეხმარა ...

Read More »
Menu Title