Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

მაისის შემდეგ პირველად ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს ჩამოსცდა

2022 წლის  6 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.77  (-  8.86)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.50  (-   8.93)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ჯოზეფ ბორელი: 2022 წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს და სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს

სანქციები უკვე მძიმედ ურტყამს ვლადიმირ პუტინსა და მის თანამზრახველებს და მათი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში გაიზრდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრით, მიზანმიმართულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ექვსი პაკეტი მიიღო, რომლის სამიზნეც თითქმის 1 200 ფიზიკურ პირი და 98 ორგანიზაციაა, ...

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანი ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთთან კონკურენციაში თავის ნავთობს აიაფებს

ჩინეთის ბაზრისთვის რუსულ ნავთობთან კონკურენციის გამო ირანი იძულებულია გააიაფოს საკუთარი ნავთობი. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს. “ირანი იძულებულია კიდევ უფრო გააიაფოს მისი ისედაც იაფი ნავთობი, რადგან ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანი დარჩეს”,- ნათქვამია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში. ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთსა და ირანს შორის კონკურენცია ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა – ევროკავშირისა და მსხვილი კერძო სანავთობო კომპანიების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ, ...

Read More »

Vitol: საწვავზე ფასების ზრდა მოთხოვნის განადგურებას იწვევს

ნავთობის უმსხვილესი დამოუკიდებელი მოვაჭრის თქმით, საწვავის ღირებულების გლობალური ზრდა მოთხოვნას მძიმე ტვირთად აწვება. Vitol Group-ის აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკ მიულერმა განაცხადა, რომ მომხმარებლები ბენზინის, დიზელის და სხვა ნავთობპროდუქტების ფასების ზრდით დაზარალდებიან. რაფინირებული საწვავის ფასებმა აშშ-ში წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ფასები გაიზარდა სხვა ქვეყნებშიც, რამაც ინფლაციის ზრდას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. გადამუშავებული საწვავი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე ნავთობი, რომელმაც თითქმის 45%-იანი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  1 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 111.75  (+2.69)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.22 (+2.46)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საქართველო ყველაზე მეტ საწვავს რუსეთში ყიდულობს – მაისში იმპორტი 237%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ყველაზე მეტი (52 500 ტონა) ბენზინი და დიზელი რუსეთში იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 237%-ითაა გაზრდილი. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მონაცემებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის მაისის იმპორტში რუსეთის წილი 53.3% იყო. იმპორტში მეორე პოზიციას იკავებდა რუმინეთი – 19 200 ტონა (19,5%), შემდეგ იყო თურქმენეთი – 12 900 ტონა (13,1%) და ბულგარეთი – 9 000 ...

Read More »

სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა

სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,  2022 წლის მაისის თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10.6 ათასი ტონა, რაც 5.3 ათასი ტონით ანუ 100%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (5,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,5 ათასი ტონით ანუ 4,5%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (11,1 ათასი ტონა) შედარებით. 2022 წლის მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 10,5 ათასი ტონა, რაც მთელი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  30 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.78 (-0.37)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  109.77 (-0.01)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ლიბიამ ნავთობის ექსპორტი შეაჩერა

ქვეყანაში გაუარესებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ლიბიის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ (NOC) შეაჩერა მიწოდება აღმოსავლეთის საკვანძო პორტიდან რას-ლანუფიდან. ამის შესახებ Bloomberg სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით წერს. ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ სავაჭრო და გადამზიდავ კომპანიებს აცნობა ფორსმაჟორული შეზღუდვების შესახებ ლიბიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ტერმინალზე. ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი განხორციელდა ერთი დღის შემდეგ, რაც NOC-მა განაცხადა, რომ შესაძლოა შეაჩეროს ექსპორტი სირტის ყურედან, რომელიც მოიცავს რას-ლანუფს და ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ბენზინისა და დიზელის ფასებს შორის სხვაობამ ლარნახევარს მიაღწია

დიზელის ფასები ბენზინგასამართ სადგურებში 4,40-ლარიან ნიშნულს უკვე გასცდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ღირებულება 25-30%-ით გაიზარდა. ამ დროს საპირისპირო ვითარებაა ბენზინის ფასებთან დაკავშირებით. ქვეყანაში 1 ლიტრი ბენზინი არაბრენდირებულ ავოგასამართ სადგურებში 3 ლარის ფარგლებშია, ხოლო ბრენდირებულ აგს-ებში კი – 3.50-3.60 ლარის ფარგლებში. რატომ არის საცალო ქსელებში ამხელა სხვაობა და რატომ ღირს ბენზინი 1.40 ლარით ნაკლები დიზელთან ...

Read More »
Menu Title