Tag Archives: #საქართველო

ევროპას საქართველოსთან ენერგეტიკაში სანდო პარტნიორობა სურს

საქართველოში მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ენერეტიკაში პარტნიორობასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური იმიტომ, რომ ყველა დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, როლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო ...

Read More »

ევროპაში დაწყებული ენერგოკრიზისი საქართველოს და აზერბაიჯანს კიდევ ერთ დიდ შანსს აძლევს

დღეს ევროპაში ენერგოკრიზისია. გაზისა და ნათობის დეფიციტის შემდეგ, პრობლემებია ელექტროენერგიის კუთხით. შესაბამისად, ევროპა ალტერნატიული წყაროების მოძიებას გამალებით ცდილობს. ერთ-ერთი მიმართულება საქართველო და აზერბაიჯანია. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, არსებობს პერსპექტივა იმისა, რომ 3-5 წელიწადში, როგორც აზერბაიჯანი, ასევე საქართველოც რეგიონის წონიანი მოთამაშეები გახდნენ. 9 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 31%-ით გაიზარდა, რაც შეეხება პირველ და მეორე კვარტალს, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებმა დაახლოებით 7 მილიონი კვტ/საათი ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

საქართველოს გავლით ახალი გაზსადენი უნდა აშენდეს?!

შუააზიური სახელმწიფოების მხრიდან  საქართველოს გავლით გაზსადენის მშენებლობის ინტერესი მკვეთრად იზრდება. არ არის გამორიცხული, მალე ახალი პროექტის განხორციელება რეალურად დაიწყოს, ხოლო არსებული მილსადენების დატვირთვა მკვეთრად გაიზარდოს. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები (როგორც გაზსადენი, ასევე ნავთობსადენი) შეიძლება საკმარისი არ იყოს და ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპის დროს. შესაბამისად, დადგება კიდევ ერთი მილსადენის აშენების საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპა აზერბაიჯანიდან გაზის მეტ ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი – 2022“ (OGT-2022) განაცხადა. ამასთან, ნაჯაფის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის,  კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს ნახშირწყალბადების ერთობლივი გამოკვლევის, განვითარებისა და ექსპლუატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ორ ქვეყანას გაზის სექტორში, ორმხრივად ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: უახლოეს დღეებში საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ. დავითაშვილის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, მესამე, ტრანზიტული ქვეყნების გავლის გარეშე, საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირება საქართველოს ინიციატივაა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტი ევროკავშირის მხრიდან უკვე მხარდაჭერილია. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავად გააკეთა განცხადება, რომ მათ აინტერესებთ ...

Read More »

აგვისტოში საქართველოში ელ.ენერგიის წარმოება 16.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ინფორმაციით, აგვისტოში წარმოებულმა ელექტროენერგიამ 1.4 ათასი გვტ/სთ შეადგინა, რაც 16.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2021 აგვ: 1.2 ათასი გვტ/სთ). აქედან თბოსადგურების გამომუშავებამ 238.3გვტ/სთ (+37.6% Y.Y), ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებამ 1.2 ათასი გვტ.სთ (+12.7% Y.Y), ქარის სადგურების გამომუშავებამ 9.4 გვტ.სთ (+70.9% Y.Y) შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარებისთვის იმპორტი არ განხორციელებულა, ხოლო ტრანზიტულმა ენერგიამ 354.1გვტ/სთ ...

Read More »

2022 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების მაჩვენებელი გაორმაგებულია

„საქსტატის“ მონაცემებით საქართველოში 1,5 მილიონი მანქანაა, აქედან მხოლოდ 0,5 %-ია ელექტრომობილი. როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალების“ ეთერში, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თორნიკე აფრიაშვილმა განაცხადა, 2022 წელს იმპორტირებული ელექტრომობილების მაჩვენებელი გაორმაგებულია. ჰიბრიდული მანქანების წილი ავტოპარკში 10%-ითაა გაზრდილი და, წინა წლების მსგავსად, ელექტრომობილების რიცხვი იმპორტის საერთო რაოდენობის 1%-ს არ აღემატება. ქვეყანაში ელექტრომობილები ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოდის, პოპულარულია ასევე აზიური წარმოების მანქანები, ...

Read More »

აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი ენერგომატარებლების ექსპორტის ფონზე რა სარგებელს უნდა ელოდეს საქართველო?

საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ენერგეტიკული პროექტების გამტარუნარიანობის ზრდაზე ისაუბრა რაშიც საქართველოც იქნება ჩართული. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა სარგებელს შესაძლოა ელოდეს ქვეყანა იმ გაზრდილი მოცულობის ენერგომატარებლებიდან, რაც სამომავლოდ საქართველოზე გაივლის. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქვეყანამ თავისი სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, თუმცა იმავდროულად უნდა განვითარდეს ადგილობრივი სექტორიც რათა ქვეყანა გახდეს თვითკმარი და თავადად ახორციელებდეს ექსპორტს. რაც შეეხება გაზის ტრანზიტს, გაწერილია ...

Read More »

ივლისში საქართველოს ნახშირის მარაგები 1229%-ით გაიზარდა

ივლისში საქართველოში მოპოვებულმა ქვანახშირმა 14.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 51.5%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021 ივლ: 9.7 ათასი ტ). მოპოვების ზრდასთან ერთად გაზრდილია იმპორტიც. ივლისში იმპორტირებულმა ქვანახშირმა 50.4 ათასი ტონა შეადგინა (+78.7% Y.Y). იმპორტის და წარმოების ზრდის მიუხედავად შიდა მიწოდება მხოლოდ 3.9%-ით გაიზარდა და 37.2 ათასი ტონა შეადგინა. სამაგიეროდ 1229%-ით გაიზარდა ნახშირის მარაგები და ივლისის მდგომარეობით 27.9ათასი ტონა ...

Read More »

ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების პერსპექტივა საქართველოს ენერგეტიკულ დერეფანში

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში დაცულ მასალებზე დაყრდნობით ქვეყნდება ანალიზი, რომელიც ევროპაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ყაზახური ნავთობის, როგორც დივერსიფიცირების ერთ-ერთი საშუალებისა და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური შემადგენელის შესახებ მოგვითხრობს. ანალიზში ასევე დეტალურადაა ნაჩვენები ყაზახეთის ნავთობის მიწოდების არსებული მარშრუტები (რუსეთი, ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კავკასია): დღევანდელი გლობალური პროცესები და რეგიონში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ვითარება შანსს აძლევს საქართველოს გამოიყენოს მისი ...

Read More »
Menu Title