Tag Archives: #საქართველო

საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 505,2 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. აღნიშნული ნაჩვენებია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის – ესკოს ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, მოცემული მაჩვენებელი 21,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მთლიანობაში, საქართველომ 1,706.1 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 30% აზერბაიჯანზე მოდის. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტმა 108.1 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ტრანსპორტირება 41%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 19 მილიარდ 809.5 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია ტრანსპორტირებული. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლისანალოგიურ პერიოდს 11.1%-ით აღემატება. მაგისტრალური გაზსადენებით გადატუმბული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობაში 49,3% ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი) მოდის. საანგარიშო პერიოდში ხსენებული მილსადენით ტრანსპორტირებულია 9 მილიარდი 775.2 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 40.8%-ით აღემატება.

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

ამოუხსნელი ამოცანა: რატომ არ აიაფებენ საწვავს საქართველოში?

კარგა ხანია მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 69-71 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც საგრძნობი შემცირებაა. უახლოეს მომავალში მისი კლება კიდევ მოსალოდნელია. დადებითი პროცესი უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებულია, თუმცა საქართველოში შიგნით არანაირი ძვრა არ შეინიშნება. რატომ არ რეაგირებს ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ტენდენციებზე? ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცის საგანგაშოდ მიაჩნია, რომ იმპორტიორებზე არ მოქმედებს არც გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური გარემო, არც გამყარებული ლარი ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „ვლადიკავკაზ-თბილისის” მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 12 აგვისტოს „ვლადიკავკაზ-თბილისის” D 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 193.7კმ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 12 აგვისტოს 08:00 დან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, “ყამარი მ” – ის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს: მუხიანის აგარაკებს, ავშნის, ნუშის, მონადირის, გობრონიძის, ექიმების, ზღვის, ფრანგიშვილის, დაგილაძისა და ფირცხალავას ქუჩებს. „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მიერ 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველი ივლისის მდგომარეობით განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას და მიზნად ისახავს სენბის არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაინტერსებული პირებისთვის. ანგარიშის სანახავად ეწვიეთ სენბის ვებ გვერდს: https://genex.ge/files/ShowFiles?id=8e505390-34fc-4def-bd30-a0cacec19aac

Read More »
წყალბადი

“როდესაც გვექნება ჭარბი და იაფი ენერგია, მისი გადაყვანა მოხდეს წყალბადში და ამგვარად ვაწარმოოთ “მწვანე წყალბადი”“

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების კლიმატურმა ამბიციებმა, გამოიყენონ მხოლოდ ნახშირბადის დაბალი ემისიის მქონე ენერგორესურსები, აიძულა ისინი კვლავ მიემართათ დედამიწაზე ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული ელემენტისთვის – წყალბადისთვის. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, წყალბადს, რომელსაც ორაწლიანი გამოყენების ისტორია აქვს, საბოლოოდ წარმატების შანსი სწორედ მისი ეკოლოგიური სისუფთავის გამო აქვს. წყალბადს გააჩნია 2,5-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ბუნებრივ აირსა და ბენზინს, თუმცა, მისი ძალიან მცირე წონა ნიშნავს, რომ ატმოსფერულ ...

Read More »

საქართველოში ერთ წელიწადში ნავთობი 33.5%-ით გაძვირდა

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის საშუალო ფასი 33.5%-ით გაიზარდა. მართალია ბოლო თვის განმავლობაში ლარის გამყარების ტენდენცია აღინიშნება, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მზარდი სტატისტიკის გამო, საქართველოში საწვავის ფასის კლება ან რეგულირება არ აღინიშნება. რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს, ერთი წლის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 46.7%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ...

Read More »

ჩინეთის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში სიდიდით მეორე ბიტკოინების მწარმოებელი ქვეყანაა

ამ დრომდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა სიფრთხილით უყურებდა კრიპტოვალუტას, თუმცა არსებობს გამონაკლისები და რაც მთავარია, ნიშნები იმისა, რომ დამოკიდებულება თანდათან შეიცვლება. 2020 წლის სექტემბერში ევროკომისიამ მიიღო ციფრული ფინანსური პაკეტი, რომელიც, ევროკავშირის მასშტაბით გვთავაზობს ახალ რეგულაციებს კრიპტოვალუტებსა და სხვა კრიპტო-ტოკენებთან მიმართებაში. MiCA-ს (Markets in Crypto Assets – ბაზრები კრიპტო აქტივებში) რეგულაციები ძალაში 2024 წლისთვის შევა. მანამდე კი, თითოეულმა წევრმა ...

Read More »

საქართველოში ელექტრომობილების რეალიზაციას მოსახლეობის დაბალშემოსავლიანობა აფერხებს

2020 წელს გაყიდული ახალი მანქანებიდან მსოფლიოში ყოველი 24-ე ელექტროა, საქართველოში კი ყოველი 196-ე. 2016-2020 წლებში საქართველოში ჯამში 2590 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. კომერსანტი დაინტერესდა მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოში რატომ არ იზრდება. მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი და დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა – ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რომლებიც, ავტო იმპორტიორების აზრით, ქვეყანაში ელექტრომობილების ზრდას უშლის ხელს. „კავკასიის ავტო იმპორტის“ დირექტორი ...

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 21%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველომ აზერბაიჯანიდან 503,4 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ანგარიშის თანახმად, საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით გაზარდა. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 98,4%-მდე შეამცირა.

Read More »
Menu Title