Tag Archives: #საქართველო

ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს. „საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ ნაწილში ჩვენ ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროკავშირმა საქართველოს გარემოსდაცვითი პროექტებისთვის 20 მილიონი გამოყო

გარემოს დაცვის მიმართულებით 2020 წელს ახალი პროგრამების განსახორციელებლად ევროკავშირმა 2.5 მილიონ ევრომდე ღირებულების ტექნიკური დახმარება გამოყო.  ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლოვის ატაშეს, ალექსანდრე დარასს შეხვდა.  შეხვედრაზე ევროკავშირის ახალი პროგრამის დეტალები განიხილეს, რომელიც 2022-2027 წლებში განხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 20 მილიონი ევროა. პროგრამა დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა 14,537 მილიონი ბარელი ნავთობი გადაზიდა

მიმდინარე წლის თებერვალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, თურქეთში 14,537 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. თურქული გაზგამანაწილებელი ქსელის BOTAS-ოპერატორის ცნობით, ეს 3.625 მილიონი ბარელით ანუ 19,9% -ით ნაკლებია, გასული წლის თებერვლის მონაცემთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, BTC მილსადენით თურქეთის გავლით 33,504 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირდა. ეს 4,543 მილიონი ბარელით ანუ 11,9% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი ორი თვე. შეგახსენებთ, 2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ...

Read More »

“უნგრეთი დაინტერესებულია კავკასიიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებით”

”უნგრეთი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთგული მხარდამჭერია.” აღნიშნულის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიარტომ თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა, იუწყება უნგრული პრესა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში: ”ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობა მიგვაჩნია ევროკავშირის განმტკიცების საუკეთესო მექანიზმად. ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მიზნით, საჭიროა ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ...

Read More »

TANAP– ის საშუალებით თურქეთს 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გაიტანა თურქეთში, რაც 15,6%-ით მეტია, წინა წელთან შედარებით. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელეს, ნავთობისა და გაზის წარმოების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ხსენებული მონაცემების თანახმად, ამ პერიოდში 919 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდებოდა თურქეთს ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP). ნინო სამადაშვილი

Read More »

ბრიუსელში ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს როლი შეფასდა

“ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის გავლით, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირს გააძლიერებს,” – ამის შესახებ ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული. შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან, ...

Read More »

რა მოცულობის გაზის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანმა თურქეთსა და საქართველოში?

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარში მთლიანობაში 1,120,220,670 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა. ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის საერთო ღირებულებამ შეადგინა 100,026,390 აშშ დოლარი. აქედან 1,007,604.850 კუბური მეტრი მიეწოდა თურქეთს, ხოლო 112,615,820 კუბური მეტრი – საქართველოს. იანვარში თურქეთში ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის საერთო ღირებულებამ 87 629 870 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოში – 12 396 520 დოლარი. ნინო სამადაშვილი

Read More »

საქართველომ 29.7 ათასი ტონა ნავთობი და 9 მლნ კუბ. მეტრი გაზი მოიპოვა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 29.7 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, რაც 2019 წელთან შედარებით, 2.3 მლნ ტონით ნაკლებია. მოპოვებული ნავთობიდან ინვესტორების წილი 17.3 ათასი ტონაა, სახელმწიფოს წილმა კი, 12.4 ათასი ტონა შეადგინა. რაც შეეხება გაზის მოპოვებას – ეს მაჩვენებელი 2020 წელს 9 მლნ კუბ. მეტრს შეადგენდა, საიდანაც 3 მლნ სახელმწიფოს წილი იყო. საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ძებნა-ძიების და ...

Read More »

თურნავა: საქართველო უნდა იყოს ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა განმტკიცდეს, ახალი ობიექტები აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი ობიექტები უნდა აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ უნდა იყოს დამოუკიდებელი “საქართველოში ზოგადად ენერგეტიკის სფერო ძალიან ცხარე კამათის საგანია, განსაკუთრებით, ...

Read More »

საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის სამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შორის ასახელებს

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აქვეყნებენ საზოგადოებრივი აზრის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგებს კლიმატის ცვლილების შესახებ. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობას. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება გარემოსადმი მეგობრულ ცხოვრების წესზე გადასვლას მოითხოვს, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილი მზადაა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. ეს და ...

Read More »
Menu Title