Tag Archives: #საწვავი

ნავთობის ფასი ორთვიან მინიმუმზეა

2022 წლის 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.62 (- 2.16)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.08 (- 1.56)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს აგრძელებდა

რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში ნავთობის მიწოდების შეზღუდვის მიუხედავად, დიდმა ბრიტანეთმა ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების ნავთობი შემოიტანა, იუწყება The Times. მაისში ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა რუსული გემი Maner III, რომლის საცავებში იყო თითქმის 200 000 ბარელი ნავთობი. 5 დღის შემდეგ ტანკერი ბერძნულ გემ „მარინოულასთან“ დადგა, სადაც მთელი ნავთობის ამოტუმბავს 36 საათი დასჭირდა. ამის შემდეგ ბერძნული ტანკერი ბრიტანულ ლინკოლნშირში გაემგზავრა. 6 ივნისს კი პორტმა ...

Read More »

საწვავის ბაზარზე 2 ძირითადი მიმართულებით კონტროლის გაძლიერებაა საჭირო

საქართველოში საწვავის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებაა საჭირო. არსებული ინფორმაციით, მეზობელი რეგიონებიდან აღურიცხავი საწვავის  შემოტანის ფაქტები გახშირდა, რაც საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, შემომტანები სატრანსპორტო საშუალებები არიან, როგორც ტრანზიტად გამავალი, ასევე კერძო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც არასტანდარტული ავზები აქვთ დამონტაჟებული და ამის საშუალებით ახერხებენ დიზელის საწვავის შემოტანას. კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ყურადღებას ...

Read More »

G7 რუსული ნავთობის ფასის ლიმიტს 23 ნოემბერს გამოაცხადებს

G7 ქვეყნებმა 23 ნოემბერს უნდა გამოაცხადონ, თუ რა დონეზე დააწესებენ რუსული ნავთობის ფასის ზღვარს. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ევროკავშირის ელჩების შეხვედრის წინ, 23 ნოემბერს გამოაცხადებს შეთავაზებულ ფასს. წყაროების ცნობით, თუ ევროკავშირის ელჩები მხარს დაუჭერენ წინადადებას, იგეგმება შეზღუდვის იმავე საღამოს გამოცხადება. შეზღუდვა, რომელსაც მხარს უჭერს G7 და ევროკავშირი, აუკრძალავს კომპანიებს ტრანსპორტირების სერვისების მიწოდებას, სადაზღვეო და ...

Read More »

გადაზიდვის ინდუსტრია იმედს ამიაკის საწვავზე ამყარებს

გადაზიდვის ინდუსტრია იმედს ამიაკზე ამყარებს. ამ სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამიაკის საწვავი იქნება მომავალში  ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური საწვავი. ეს ნივთიერება უხვად მოიპოვება, ადვილია მისი შენახვაც და ტრანსპორტირებაც. თუმცა სატვირთო გადაზიდვის ინდუსტრია ამიაკის საწვავზე რომ გადავიდეს, ჯერ კიდევ მუშაობაა საჭირო. ამიაკი ადვილად ინახება გლობალურ დონეზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 3 პროცენტი სწორედ გადაზიდვის ინდუსტრიაზე მოდის. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

„დიზელის საწვავის ბაზარი წარმოუდგენლად დაპატარავდა“

„გლობალური დიზელის ბაზარი წარმოუდგენლად დაპატარავდა“ – გვაფრთხილებს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და დასძენს, რომ ევროკავშირის სანქციები რუსულ ნავთობზე, რომელიც სრულად ძალაში მომდევნო სამ თვეში შევა, კონკურენციას ნავთობზე კიდევ უფრო გაზრდის. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. IEA-ს თანახმად, დიზელის ფასები ნედლი ნავთობის ფასთან შედარებით, ოქტომბერში რეკორდულად – 70 პროცენტით გაიზარდა და ერთი წლის წინანდელ მონაცემზე 425 პროცენტით მეტია. „დიზელის მაღალი ფასები აძლიერებს ინფლაციას, ...

Read More »

ჩინეთიდან დიზელის ექსპორტი შესაძლოა 2023 წლის დასაწყისში შემცირდეს

2023 წლის დასაწყისში  ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა გადამამუშავებელმა ქარხნებმა  შესაძლოა შეამცირონ დიზელის საწვავის ექსპორტი, რათა პროდუქციის უმეტესი ნაწილი შიდა ბაზარზე დარჩეს. აღნიშულის თაობაზე “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. გასულ კვირას ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ შემოიღო ახალი მოთხოვნა საწვავის საცალო მოვაჭრეებისთვის. 2023 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავის ტრანსპორტირებისას სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ლიცენზია მიიღონ. დამატებითმა ხარჯებმა შესაძლოა გამოიწვიოს  დიზელის საწვავის შიდა საცალო ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.93 (-1.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.92 (-1.04)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,03 ათასი ტონა, რაც 2,42 ათასი ტონით ანუ 15,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15,61 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 3,71 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,32 ათასი ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

მსოფლიოში საწვავი ძვირდება, საქართველოში – იაფდება!

საქართველოში საწვავი იაფდება და შესაშურად სტაბილურ ტენდენციას აჩვენებს, მსოფლიოში კი, პირიქით, ნავთობპროდუქტის ფასი იზრდება. საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირების ტალღა „ოპეკი პლუსის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. გლობალურ ბაზრებზე არსებული ვითარების საწინააღმდეგოდ, საქართველოში დადებითი დინამიკა ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიო ბაზრის ტრენდს არ ემთხვევა. როგორ “რეზონანსმა” გაარკვია, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა გეზი გაძვირებისკენ ...

Read More »
Menu Title