Tag Archives: #საწვავი

საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

თუ ნავთობის ფასი $100-მდე ავა, საწვავი კიდევ 20 თეთრით გაძვირდება – “ბიოლი”

საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზე, ქართული ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლების უმეტესობა საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას ელის. როგორც “ბიზნეს ფორმულას” “ბიოლში” განუცხადეს, ბარელი ნავთობის ფასის $100-მდე ზრდის შემთხვევაში, საქართველოში საწვავის 20 თეთრით გაძვირებაა მოსალოდნელი. “მსოფლიოში ენერგეტიკული კრიზისია. არსებობს მოლოდინი რომ ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე ავა. ამ შემთხვევაში, ჩვენც ველოდებით საწვავის დაახლოებით 20 თეთრით გაძვირებას”,- აცხადებს “ბიოილის” დამფუძნებელი რუსუდან რამაზაშვილი. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ფართოდ მოხმარებადი, რეგულარის ტიპის საწვავის ...

Read More »

სოსო ფხაკაძე საწვავის ფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საწვავის ფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „მოგესალმებით! მინდა გამოვეხმაურო ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელიც შინაარსიდან სრულიად ამოვარდნილი სათაურით გავრცელდა სოციალურ მედიაში. მე ამ უზუსტობის გარკვევას, ბუნებრივია, არ შევეცდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის სიმართლის გასარკვევად, საკმარისი პირობაა ამ თემაზე ჩემი კომენტარის სრულად წაკითხვა და სხვა არაფერი. რაც შეეხება საწვავის ფასებს: საწვავზე მაღალი ფასი არის თემა, რომლის ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

საწვავის ფასის ანატომია საქართველოში

ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის საშუალებით საკმაოდ მძლავრი კამპანიაა დაწყებული საწვავის რეკორდულად მაღალ ფასებთან დაკავშირებით. თუ რა კრიტერიუმები განსაზღვრავს საწვავის ფასს, ამ თემაზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “კომერსანტის დილა“ ისაუბრა. მისი თქმით, ბაზარზე არსებული ფასები ბოლო 4 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალია. “რეგულარის ფასი მაქსიმუმ იყო 2,50 ლარი, დღეს ეს ფასი 3 ლარიან ნიშნულს გასცდა, აქედან გამომდინარე ვითარება ...

Read More »

მოქალაქეებმა საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით მოქალაქეებმა დიღომში საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბოლო კვირებში საწვავის ფასმა არაერთხელ მოიმატა, რაც მათი თქმით, პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთია. აქციის მონაწილეებს „ვისოლის“ დირექტორი ვასილ ხორავა შეხვდა. ხორავამ მოქალაქეებს ის მიზეზები განუმარტა, თუ რატომ მოხდა საწვავზე ფასის გაზრდა. მანვე პროტესტის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენ ლოიალურ მომხმარებლებს, რომლებმაც მიუხედავად საპროტესტო აქციისა, ...

Read More »

შავლეგ მიშველაძე: საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებისას, ძირითადი დარტყმა სწორედ იმპორტიორ კომპანიებზე მოდის

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე საწვავის ფასებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, „საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირების დროს, ძირითადი დარტყმა სწორედ იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებზე მოდის, რომლებიც ამ სექტორში ოპერირებენ. ამ კომპანიებისთვის თავად არის უდიდესი გამოწვევა, როდესაც მათ ორჯერ და კიდევ მეტად გაძვირებული საწვავის გამო უწევთ მნიშვნელოვნად გაზრდილი, საბრუნავი სახსრების მობილიზება. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით და შესაძლო გამოსავალის მოძებნის გზებზე საუბრობს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით და შესაძლო გამოსავალის მოძებნის გზებზე საუბრობს. მისი თქმით, „ჩვენს შემთხვევაში გამოსავალი არის, პირველი, მსოფლიო ბაზარი, რომელზეც სამწუხაროდ, ჩვენ ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ, ხოლო მეორე არის აქციზის გადასახადი.  უნდა იყოს თუ არა აქციზი მცურავი, უნდა განახევრდეს თუ საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს არის პასუხისმგებლობა კონკრეტული უწყებების და მთავრობის, ამასთან ბიზნესი მზად არის ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე – საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად გლობალურ ფაქტორს უკავშირდება, ფასების ცვლილებაში რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ნაკლებია

საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველ არხს 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის შუალედური ანგარიში გააცნო. როგორც მიმოხილვიდან ირკვევა, 2021 წლის იანვარ-სექტემბრში ქვეყანაში 32 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 082 971 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 3.6%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2021 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის თურქმენეთი გახდა და ...

Read More »

საწვავის ფასებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს. აქვე, პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ამოცანა არის და ყოველთვის იქნება დავიცვათ ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები, რაც იმთავითვე გულისხმობს საზოგადოების პროფესიულ და ობიექტურ ინფორმირებას ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. რაც შეეხება საწვავზე ფასების ზრდას – ბუნებრივია, ეს პროცესი ნეგატიურად მოქმედებს როგორც მოსახლეობაზე, ასევე ეკონომიკურ აგენტებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზნით უწევთ საწვავის მოხმარება. ...

Read More »
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

შემოდგომაზე საწვავის ფასი 10-30 თეთრით გაიზარდა

ემოდგომაზე, საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. აგვისტოში “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე “სუპერის” ტიპის საწვავის ფასი 3.20 ლარს შეადგენდა, 8 ნოემბრის მგომარეობით კი 3.37 ლარს აღწევს. იმავე ბრენდირებულ სადგურზე რეგულარის ფასი 2.99 ლარს უტოლდებოდა, შემოდგომაზე კი 16 თეთრით გაიზარდა და 3.15 ლარს შეადგენს. “რომპეტროლის” ბენზინგასამართ სადგურზე “სუპერის” საწვავი 3.20 ლარი ღირდა, დღეს კი 3.30-მდეა გაძვირებული. “ლუკოილში” სუპერი ecto 100-ის ტიპის ...

Read More »

Iberia-მ ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით პირველი ფრენა განახორციელა

ავიაკომპანია Iberia-მ ნავთობკომპანია Repsol-თან თანამშრომლობით, პირველი რეისი განახორციელა, რომლის დროსაც ესპანეთში ნარჩენებისგან წარმოებულ ბიოსაწვავი გამოიყენა. ბიოსაწვავით Iberia-ს ლაინერმა მადრიდი-ბილბაოს (ბასკების ქვეყნის ავტონომიური თემი) რეისი შეასრულა. აღნიშნული რეისი ავიაკომპანიამ Airbus A320neo-ით განახორციელა. როგორც Iberia-ში განმარტავენ, აღნიშნული ფრენა, დაბალი ემისიებით, ერთი ნაბიჯია საავიაციო სექტორის დეკარბონიზაციისკენ, რამაც CO2 ემისიების 1.4 ტონით შემცირება განაპირობა. წყარო: avianews.ge

Read More »
Menu Title