საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სპეციალურად გიდებისთვის შექმნილი კურსის - „ენერგეტიკ ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

ენერგეტიკ ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსი შეიქმნა სპეციალურად გიდებისთვის და მისი მიზანია საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის, ტექნიკური მახასიათებლებისა და პერსპექტივების შესახებ გიდებისთვის დეტალურიინფორმაციის მიწოდება.  

„დასრულდა რიგით მეორე ტრენინგ კურსი, რომლის ფარგლებშიც გიდებს მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორის შესახებ. აღნიშნული კურსი მიმართ ინტერესი მზარდია და მზად ვართ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ყველა მოქმედი თუ მომავალი გიდის კვალიფიკაციის ამაღლებას ენერგეტიკის საკითხებში“, -  განაცხადა დავით ნარმანიამ.

ენერგეტიკ ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ენერგეტიკულ ტერმინოლოგიას, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირებისა და რეგულირების საკითხებს, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიას.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კონსულტანტი თემურ თორდინავა და საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი ზაზა ჭითანავა.