შემეცნებითი ტურის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გორის მუნიციპალიტეტის, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ზონის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა.

მოსწავლეები ჯერ კომპანიის სათავო ოფისს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. მოისმინეს ლექცია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისროლისა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში მისი მნიშვნელობის შესახებ, ჩაუტარდათ პრეზენტაცია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე.

სათავო ოფისის შემდეგ, უფროსკლასელები ეწვივნენ ქვესადგურს ნავთლუღი 220, მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა დაზოგადად, ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. ასევე, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას, შემდგომ კი საქმდებიან კომპანიაში.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, ორგანიზაცია თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესების მიზნით, სსე სხვადასხვასა განმანათლებლო აქტივობას ახორციელებს. ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდასგააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები, ინფორმაცია მიაწოდოს დარგში არსებულ მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება, მათთვის პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.